ზედიზედ მე–8 გამარჯვება გასვლაზე
მოგეხსენებათ, გუშინ მადრიდის "რეალმა" გასვლაზე მორიგი გამარვჯება მოიპოვა, რომელიც ჟოზე მოურინიოსთვის ზედიზედ მე–8 მოგებული შეხვედრა აღმოჩნდა გასვლაზე. მიმდინარე სეზონში, "სამეფო" კლუბმა მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ წააგო საკუთარ კედლებს გარეთ, როცა "ლევანტემ" დედაქალაქელებს მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 1–0 სძლია.
ზემოთ აღნიშნული შედეგი, პორტუგალიელი სპეციალისტისთვის მართლაც შესანიშნავია. "რეალს" ზედიზედ 8 გამარჯვება მხოლოდ და მხოლოდ 33 ტურში ჰქონდა დაგროვებული, ხოლო საუკეთესო მაჩვენებელი ამ მხრივ 2009/2010 წლებში დაფიქსირდა, სადაც "მერენგებს" 36–ე ტურის შემდეგ, ზედიზედ 9 მოგებული შეხვედრა დაუგროვდათ. შეგახსენებთ, რომ ჟოზემ ეს ყველაფერი 21 ტურის განმავლობაში შესძლო.
ზედიზედ მოპოვებული რვა გამარჯვება:
საუკეთესო შედეგი, ზედიზედ გამარჯვებული მატჩების მიხედვით:
Realmadrid.com
- 5 თებერვალი 2012
- 1 482
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.