კეიტა:"ჩემი შეძენა "რეალს" და "იუვენტუსს" სურდათ"
სეიდუ კეიტამ თავის ინტერვიუში განაცხადა, რომ 2008 წელს მისით დაინტერესებულნი მადრიდის "რეალი" და "იუვენტუსი" იყვნენ, თუმცა მან გეზი მაინც "ბარსელონასკენ" აიღო.
"2008 წელს საკმაოდ პერსპექტიულ მოთამაშედ ვითვლებოდი და "სევილიაში" ეს დავამტკიცე კიდეც. შესაბამისად, ჩემით რამდენიმე ევროპული გრანდი დაინტერესდა, რამაც ძალიან გამახარა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გადაბირება მადრიდის "რეალისა" და "იუვენტუსის" ხელმძღვანელებს სურდათ, მაინც წასვლა "ბარსელონაში" გადავწყვიტე. ამის გამო, მე ერთი წამითაც არ მინანია".
გეტყვით, რომ "სევილიაში" ზემოთ ხსენებული მართლაც ბრწყინავდა, რაც მის კატალონიურ კარიერაზე არ ითქმის. ფაქტია, რომ წლების წინ, ისევე როგორც ახლა, ერთმანეთს ამა თუ იმ ფეხბურთელის შეძენისთვის "ბლაუგნარა" და "ბლანკოსი" უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს.
Goal.com
- 3 თებერვალი 2012
- 2 358
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.