პიპიტას ალტერნატივა - კუნი ან ფერნანდო
ბოლო დროს, ესპანურ პრესაში არაერთი სტატია იწერება იგუაინის გუნდიდან წასვლაზე.
შესაძლებელია ბეჭდური მედიის წარმომადგენლებმა, არგენტინელი ფორვარდი "ნოუ კამპზე" ჩატარებული უღიმღამო შეხვედრის გამო აითვალწუნეს, მაგრამ ფაქტია, რომ მის მომავალს ხან "იუვენტუს" და ხან "ჩელსის" უკავშირებენ.რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, "არისტოკრატები" 40 მილიონსაც კი არ დაიშურებენ პიპაში.
გამომდინარე იქედან, რომ ჟურნალისტები "პიპიტა" უკვე "რეალიდან" გაუშვეს, საჭირო გახდა მისი ალტერნატივის მოძებნა."თეთრებში" მოსვლის მთავარ კანდიდატებად კუნ აგუერო და ფერნანდო ლორენტე მოიაზრებიან.აღშნინული მოთამაშეები, დიდი ხანია მადრიდული კლუბის ბოსების რჩეულნი არიან და მართლაც არაა გამორიცხული, რომ ზაფხულში დაიწყოს მოლაპარაკებები რომელიმე მათგანთან.
დონ ფლორენტინომ "ატლეტიკოდან" ვერ შეძლო სამხრეთ ამერიკელის გადაბირება და ამჯერად "სიტის" შეიხებთან ეცდება სალაპრაკო ენის მოძიებას.
სავარაუდოდ, ესპანელში ან არგენტინელში, სამეფო კლუბს ასტრონომიული თანხის გადახდა მოუწევს.
- 3 თებერვალი 2012
- 3 973
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.