იოზილი "კიკერთან"

სამეფო კლუბის გერმანელმა ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა, ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა "კიკერთან."

- მესუთ, იანვარში თქვენი კონდიციები გაუმჯობესდა.მიმდინარე სეზონში რომელი ტიტული იქნება თქვენთვის ნიშანდობლივი, ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა თუ ევროპის ჩემპიონატი?
- როგორც პროფესიონალს, ყველა ტროფეის მოგება მინდა.სამწუხაროდ, სამეფო თასზე მესამე გოლი ვეღარ გავიტანეთ "ბარსას" კარში და შესაბამისად გათამაშებას გამოვეთიშეთ.ახლა ჩვენი მიზანია პრიმერასა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე წარმატების მიღწევა.მთლიანად ფოკუსირებულნი ვართ მეორე წრეზე.

- სამეფო კლუბს 7 ქულიანი სხვაობა აქვს "ბარსელონასთან."
- თუ ისე ვითამაშებთ, როგორც აქამდე, ჰანდიკაპი დაუძლეველი იქნება.7 ქულა ცოტა არ არის, თუმცა ნაადრევად არც "ბარსას" ჩამოწერა შეიძლება.გვჯერა, რომ ცუდი არაფერი მოხდება.

- "რეალს" ამოდენა უპირატესობა აქვს ლა ლიგაზე, მაგრამ სამეფო თასის განმეორებით დუელში ვერ მოახერხა კატალონიელების ძლევა...
- მინდა გითხრათ, რომ "ბარსელონასთან" ბევჯერ გვაქცია ზურგი ფორტუნამ.ისინი კარგად თამაშობენ და ამის საიდუმლო შეთამაშებულობა არის.ჯერჯერობით ჩვენ ამისთვის არ მიგვიღწევია.

- და ამჟამად ვინ არის პირველი ესპანეთში, ლიდერი "რეალი," თუ მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული "ბარსა?"
- ჩვენ პირველები ვართ პრიმერაში და აქედან გამომდინარე, ასეთივე პოზიცია გვიჭირავს ესპანეთშიც.მადრიდი დიდებული და ყველაზე წარმატებული კლუბია ბოლო 100 წლის განმავლობაში.ეს მეტყველებს ყველაფერზე.

- პირველ წრეში რამდენჯერმა მოგიწიათ თამაშის დაწყება სათადარიგო სკამზე.რას გვეტყვით, განვლილ, პირველ, კრიზისზე მადრიდში?
- აღნიშნულმა უფრო შემმატა ძალა."რეალი" დიდი კლუბია, სადაც ეგეთები ხდება და ამისთვის მზად უნდა იყო.როდესაც ჩემი პირველი წელი ესპანეთში ნაყოფიერად ჩავატარე, ვთქვი, რომ მეც ადამიანი ვარ და ყოველთვის მაღალ დონეზე ვერ ვითამაშებ.გადახედეთ ჩვენს შემადგენლობას და ნახავთ რა კონკურენცია არის.ვინც ვერ თამაშობს, მისი ჩანაცვლება სხვა ფეხბურთელით ხდება.

- ანუ თქვენ ამბობთ, რომ ამ ყველაფერს ზეგავლენა არ მოუხდენია?
- რა თქმა უნდა, წარუმატებელი თამაში მაწუხებდა, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ამ პერიოდმა ბევრი რამ მასწავლა.გავხდი უფრო ჭკვიანი, როგორც მოთამაშე.ნიშანდობლივია, რომ ოჯახის, მეგობრებისა და თანაგუნდელების მხარდაჭერა ძალზედ დამეხმარა.

- დეკემბერში მოურინიომ დასძინა, რომ თქვენი და მისი ურთიერთობა სცდება ფეხბურთელისა და მწვრთნელის ნორმალური ურთიერთობის ფარგლებს...
- ჟოზე ძალიან ბევრს მესაუბრება და რა თქმა უნდა, მხურვალედ მიჭერს მხარს.ის ნდობას მიცხადებს და მეუბნება, რომ მნიშვნელოვანი ფიგურა ვარ გუნდისათვის.მადლობელი ვარ ყველაფრისთვის და მინდა, რომ თითოეულ მატჩში ბოლომდე დავიხარჯო.

- ერთი გოლი და 5 გადაცემა - თქვენი მონაგარია იანვარში.პირველ წრეში ასეთი წარმატებული არ იყავით და რატომ?
- ახლა უკეთესად ვგრძნობ თავს.ვფიქრობ, ზამთრის შესვენება წარმადგა.ოჯახთან ერთად თურქეთში დავისვენე.მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი ამოცანაა კიდევ უფრო კარგად თამაში და სტაბილურობა.

- თქვენ გაკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ დიდ მატჩებში იშვითად აქტიურობდით.ბოლო "კლასიკოს" შემდეგ, სადაც რონალდუსთან და კაკასთან ერთად ქმინიდით ტრიოს, კრიტიკა მესი-ჩავის წყვილს უფრო დაატყდა თავს.როგორ ფიქრობთ, ეს თქვენი საუკეთესო მატჩი იყო მადრიდის მაისურით?
- რასაკვირველია, ეს არ იყო საუკეთესო შეხვედრა თეთრ მაისურში, მაგრამ ვგონებ, საუკეთესო კლასიკო იყო ჩემთვის.აღნიშნულ ორთაბრძოლაშო ჩვენ გვინდოდა იმის დამტკიცება, რომ შეგვიძლია "ბარსას" გამოწვევისთვის სათანადო პასუხის გაცემა. ეს "კლასიკო" იმ თვალსაზრისითაც იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი - მწვრთნელისთვის მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ის არ ცდება, როდესაც ავანსებს გასცემს ჩემზე.დიდი ხნის განმავლობაში სურვილად მქონდა, მსგავსი სანახაობის მოწყობა გუნდთან ერთად "ელ კლასიკოზე."

- "მარკამ" დაწერა, რომ "იოზილს "რეალში" ბევრი წელის გატარება უნდაო." დავუჯერო კოლეგებს?
- დიახ.სრული სეზიოზულობით გეუბნებით, რომ კარიერის დასრულება მინდა "რეალში."ვიცი, ეს რთული იქნება, რამეთუ მომავალში არაერთი ახალაგზრდა პერსპექტიული მოთამაშე მოვა, მაგრამ ჩემი სურვილია, რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში ვიყო დიადი კლუბის ნაწილი.

- შემადგენლობაში დიდი კონკურენციაა.ტრავმა მოიშუშა კაკამ.ასევე ბევრს საუბრობენ, რომ თქვენი ტანდემი კარგი გამოსავალია...
- კაკა მსოფლიო დონის ფეხბურთელი და კარგი ადამიანია.ვფიქრობ, ერთად კარგად გამოგვდის ასპარეზობა.რაც მთავარია, შესანიშნავი ურთიერთგაგება გავქვს მოედანზე.

- "რეალში" თამაშობს სუპერ ვარსკვლავი რონალდუ და მსოფლიოს ჩემპიონი ალონსო.ასეთი ნახევარდაცვის არსებობისას, როგორია იერარქია კლუბში, ანუ ვინ ვის უსმენს?
- მიუხედავად ჩემი ასაკისა, ეს დიდებული ფეხბურთელები მისმენენ და იზიარებენ ჩემს აზრს.დიდ სიამოვნებას ვიღებ, როდესაც ასეთი ბიჭების გვერდით ვთამაშობ.ნებისმიერი მოთამაშე, ნებისმიერ დროს მზად არის დახმარების გაწევისათვის.ჩვენ მოედანზე შეთანხმებით ვწყვეტთ ყველაფერს.მაგალითად, კარიმთან ერთად არაერთი კომბინაცია დავამუშავე.ის ჩემთვის მსოფლიო დონის გოლეადორია.

- ევროპის ჩემპიონატზე, ჯგუფშივე მოგიწევთ დაპირისპირება თანაგუნდელებთან (პეპე, კოენტრაუ, რონალდუ)...
- როდესაც ბიჭებმა გაიგეს, რომ გერმანიასთან ერთად მოუწევთ შემდეგ ეტაპის საგზურის მოპოვება, თვალები გაუფართოვდათ.ისინი იძახიან, რომ ჩემპიონები უნდა გახდნენ, თუმცა კონტინენტის მომავალ პირველობას, დაუმარცხებლად იგებს ბუნდეს ნაკრები.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)