ალბიოლის ყველაზე ცუდი სეზონი
მადრიდის "რეალის" ესპანელი მცველი, რაულ ალბიოლი კრიზისს განიცდის. ჟოზე მოურინიო მას საერთოდ აღარ ენდობა...
მას შემდეგ, რაც რიკარდო კარვალიომ ტრავმა მიიღო, ყველას ეგონა, რომ ესპანელი მცველისთვის ეს ერთგვარი შანსი იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მოურინიო სერხიო რამოსს დაცვის ცენტრში ენდო და მარჯვენა ფლანგზე ყველა თამაშში სხვადასხვა მოთამაშეს ამწესებს. სერხიოს პოზიცია დაიკავა არბელოამ, ასევე ითამაშა ლასმა, კლასიკოში კი ჰამიტ ალტინტოპიც ვიხილეთ. ჟოზე არც ამას დასჯერდა და ფაბიო კოენტრაოსაც მისცა "მემარჯვენეობის შანსი".
ალბიოლის მუდმივად სათადარიგოთა სკამზე ზის. პრიმერა დივიზიონში მან 20 შესაძლოდან, მხოლოდ 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 297 წუთი დაჰყო მოედანზე.
მცველისთვის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გერმანული "ვოლფსბურგი" და იტალური "იუვენტუსი" იბრძოდა, მაგრამ მოურინიოს დაჟინებული მოთხოვნით იგი გუნდში დარჩა და მინიმუმ ზაფხულამდე სამეფო კლუბთან ერთად იქნება.
- 1 თებერვალი 2012
- 1 668
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.