შუსტერი : "ჟოზე არ უნდა იყოს "რეალის" მწვრთნელი"
სამეფო კლუბის ყოფილმა დამრიგებელმა, ბერნდ შუსტერმა მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელზე ისაუბრა და ყველანაირი პრობლემა მას დააბრალა...
"ჟოზე მოურინიო უმაღლესი დონის სპეციალისტია, მაგრამ მან მადრიდის "რეალში" არ უნდა იმუშავოს, რადგან წელიწადზე მეტი გავიდა, რაც ამ დიად გუნდს უდგას სათავეში, მაგრამ მადრიდული ფილოსოფია ვერაფრით შეისწავლა."
"სიმართლე გითხრათ გაოგნებული დავრჩი, როდესაც სამეფო თასის ეგიდით გამართულ პირველ "ელ კლასიკოში" მადრიდული გიგანტის სქემა ვნახე, შოკში ჩავვარდი, ნამდვილად ვერ მივხვდი "ბლანკოსს" რაში სჭირდებოდა უამრავი საყრდენით დაცვითი ფეხბურთის თამაში მაშინ, როდესაც ბერნაბეუს პუბლიკა უჭერდა მხარს და წინა ხაზში შესაძლებელი ხდებოდა მოედანზე რიკარდო კაკა და კრიშტიანო რონალდო იყვნენ, მაგრამ მწვრთნელმა რიკი სკამზე დატოვა."
"მოურინიო საკუთარი რესურსის მხოლოდ 60%-ს იყენებს, მისი სქემა სამეფო კლუბისთვის დამღუპველია, "რეალი" ლაღ და შემტევ ფეხბურთს არცერთ გიგანტთან არ თამაშობს, მხოლოდ პრიმერას სუსტ გუნდებთან კი საშუალო დონის კოლექტივსაც შეუძლია კარგად თამაში, მადრიდელებს მეტი შეუძლიათ, მაგრამ ჟოზეს ფილოსოფია ვერასდროს მოიკიდებს ფეხს ესპანეთის დედაქალაქში. მეორე "ელ კლასიკოში" გაცილებით სხვანაირი რეალი ვნახეთ, რადგან იქ პორტუგალიელს სხვა გზა არ ჰქონდა, გუნდს ნოუ კამპზე მინიმუმ 2 გოლის გატანა სჭირდებოდა და სწორედ ამიტომ წავიდნენ წინ თეთრები. დამერწმუნეთ, ბერნაბეუზე, რომ "რეალს" შეტევაზე ეფიქრა, სამეფო თასის ნახევარფინალში სწორედ თეთრ მაისურიანები იქნებოდნენ და არა ბარსელონელები."
"როდესაც მე ვთქვი, რომ ბარსელონას კონკრეტულ შეხვედრას ვერ მოვუგებდით, არავინ მაპატია, რადგან ეს გუნდის შეურაცყოფა იყო, არადა იმ დროისთვის ძირითადი შემადგენლობის ერთბაშად 6 ფეხბურთელი იყო ტრავმირებული და გუნდი სრულიად მოიშალა. მოურინიო კი მუდმივად იგებს, ოღონდ რა თქმა უნდა ლაპარაკით, საქმეში მისი გამარჯვებები არ ჩანს, უკვე მერამდენე შეხვედრაა გვარდიოლას გუნდი დედაქალაქელებს მიწასთან ასწორებს, დროა გონს ან მოურინიო მოეგოს და ისეთი ფეხბურთი ათამაშოს რეალს, როგორც დიად გუნდს შეშვენის, ან პერესმა მიიღოს გადაწყვეტილება და შეტევის მოყვარული მწვრთნელი ჩაუყენოს "ბლანკოსს" სათავეში."
- 1 თებერვალი 2012
- 3 801
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.