"ხეტაფესთვის" მზადება დაიწყო
როგორც უკვე გაუწყეთ, მადრიდის "რეალმა" "ხეტაფესთან" მოსამზადებელი პირველი ვარჯიში გამართა.
ვალდებებასის ბაზაზე, მოურინიოს განკარგულებაში 27 ფეხბურთელი გახლდათ.მთავარ გუნდთან ერთად, კასტილიელებიც ირჯებოდნენ (კასადო, მანდი, ლუკასი, ომარი, ჩერიშევი & მორატა).პორტუგალიელმა სპეციალისტმა ფეხბურთელები სამ ჯგუფად დაჰყო და ამგვარ რეჟიმში მიმდინარეობდა სავარჯიშო სესია.
აღსანიშნავია, რომ რონალდუს, ალონსოს, პეპესა და ბენზემას, რუი ფარია ავარჯიშებდე.ბიჭები აღდგენით სავარჯიშოებს ასრულებდნენ.
რაც შეეხება ხედირასა და დი მარიას, ისინი სპეციალური სავარჯიშოებით არიან დაკავებულნი, ხოლო მარსელო კი დღეს მოედანზე არ გამოჩენილა.
სავარაუდოდ, ჩაბის ვიხილავთ შაბათის მატჩში.
- 31 იანვარი 2012
- 2 833
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.