გრანერო : "ალონსოს შეცვლა ურთულესი საქმეა"
ესტებან გრანერომ ინტერვიუ ჩაწერა, სადაც განაცხადა, რომ ჩაბი ალონსოს ტრავმა სამეფო კლუბისთვის ძალიან ცუდია, რადგან მისი შეცვლა დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული...
ჩაბის შემცვლელად თქვენ მოიაზრებით, როგორ ფიქრობთ თუკი მოახერხებთ თამაშს, დააკმაყოფილებთ მოურინიოს მოთხოვნებს?
გეთანხმებით. ბევრი ფიქრობს, რომ ალონსოს შემცვლელი ვარ, მაგრამ ის საკუთარ პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა. ჩაბის შეცვლა არც ისე მარტივია, მაგრამ თუ შანსი მომეცა ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ კარგად ვიასპარეზო.
მოურინიომ განაცხადა, რომ თქვენ არა საყრდენი ნახევარმცველი, არამედ უფრო წინახაზელი ხართ...
ბავშვობაში ფორვარდების უკანაც მითამაშია, ასევე შემიძლია გარემარბის პოზიციიდან ასპარეზობაც, მაგრამ ყველაზე კარგად თავს მოედნის ცენტრში ვგრძნობ. რა თქმა უნდა ყველაფერს გამთამაშებლობა მირჩევნია, მაგრამ როდესაც გუნდს უკან დახევა სჭირდება, მე მზად ვარ საყრდენის პოზიციაც მოვირგო და ბოლომდე დავიხარჯო.
გუნდში დიდი კონკურენციაა და თქვენ არც ისე დიდი დრო გეძლევათ, კმაყოფილი ხართ დღევანდელი სიტუაციით?
რა თქმა უნდა არა, რადგან უფრო მეტი თამაში მსურს, მაგრამ ამასთანავე ვაცნობიერებ, რომ ეს მადრიდის "რეალის", რომლის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვედრა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ვადა უკვე იწურება, მაგრამ მე აქ ვარ და არსად წავსულვარ, რადგან სამწვრთნელო შტაბმა დამარწმუნა, რომ დედაქალაქურ კლუბს ესაჭიროება ჩემი სამსახური.
7 ქულიან სხვაობაზე რას იტყვით?
ძალიან კარგი ჰანდიკაპი გვაქვს, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არცერთ ვარიანტში არ გვაძლევს, რადგან ჩვენი მდევარი კატალონიის ბარსელონა გახლავთ, რომელიც არაფრის დიდებით არ დაიხევს უკან და ბოლომდე იბრძოლებს ჩემპიონობისთვის. საჭიროა მაქსიმალური ყურადღება და ყველა მატჩის მონდომებით ჩატარება, თუ გვსურს ჩემპიონობა თითოეულ შეხვედრაში მხოლოდ და მხოლოდ 3 ქულის მოსაპოვებლად უნდა ვიბრძოლოთ.
- 31 იანვარი 2012
- 3 669
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.