ედგარ იანკაუსკასი: "მაურინიოს ფეხბურთისადმი ხედვა საკმაოდ უჩვეულოა"



მოსკოვის "ლოკომოტივის" ამჟამინდელი დამრიგებელი ედგარ იანკაუსკასი, რუსულ გამოცემა "სპორტ-ექსპრესთან", ჟოზე მაურინიოზე საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ იანკაუსკასი 2002–2005 წლებში "პორტოს" შემადგენლობაში გამოდიოდა, რომელსაც ჟოზე მაურინიო წვრთნიდა.

- რა გაიფიქრეთ როდესაც პირველად იხილეთ მაურინიო?

- "როგორი ახალგაზრდაა!" - ეს იყო ჩემი პირველი შთაბეჭდილება. თუ არ ვცდები მაშინ ის ჯერ კიდევ 40 წლისაც არ იყო. მან მითხრა, რომ კარგად მიცნობდა და ბედნიერი იყო, რომ მის გუნდში მოვხვდი. მომიწოდა, რომ არ მენერვიულა "ბენფიკიდან" წამოსვლაზე და გულშემატკივრების რეაქციაზე, ეს ხომ ფეხბურთის ნაწილია. ასევე გამაოცა მისმა კოლოსალურმა თავდაჯერებულობამ. ეს მომენტალურად გადამდები იყო ყველა ფეხბურთელისთვის, მათ შორის ჩემთვისაც. წინასასეზონო შეკრების დროს მაურინიომ დაწვრილებით აგვიხსნა თავისი ხედვა ფეხბურთზე და თუ რას მოითხოვდა ჩვენგან. ეს საკმაოდ უჩვეულო იყო.

- მაურინიო "დიქტატორია"?

- არავითარ შემთხვევაში! მოთამაშეები უკვე აღარ ვიყავით იმ ასაკში, რომ ჩვენთვის ვინმეს ტვინის ამორეცხვა დაეწყო. ჩვენ არ გვჭირდებოდა უფროსი მამიკო ან მასწავლებელი. მას ეს ესმოდა და არასდროს არ ყოფილა ასეთი.

- როგორი დამოკიდებულება ქონდა მასთან საზოგადოებას და პრესას?

- საწყის ეტაპზე ჟურნაილსეტბთან მისი ბატალიები ასეთ გრანდიოზულ მასშტაბებს არ იღებდა. წლების განმავლობაში ვითარება შეიცვალა. ალბათ ეს გარკვეულწილად თავდაცვის საშუალებაცაა. მან ჯოჯოხეთის ყველა წრე გაიარა და მუშაობდა ისეთ ქვეყნებში სადაც შენს ყველა ამოსუნთქვას აკონტროლებენ და თითოეული დაცემინება პრესაში ისე აღიქმბა როგორც სენსაცია. ასეთ დროს თუ ცოტა არ ამოისუნთქე შეიძლება ჭკუიდან შეიშალო.

ტიტულებმა და ხმაურიანმა გამარჯვებებმა მას კიდევ უფრო დიდი თავდაჯერებულობა შემატა და ახლა მისი ნებისმიერი გამოხტომის უკან შესაძლებელია გარკვეული გათვლა იმალებოდეს. არ გამიკვირდება, თუ იგი განზრახ აწყობს სიტყვიერი შებრძოლებებს კოლეგებთან და ჟურნალისტებთან. დამეთანხმებით ალბათ, რომ ფეხბურთელებისგან პრესის ყურადღების გადასატანად საკმაოდ კარგი საშუალებაა. მისი პიროვნების მასშტაბებიდან გამომდინარე, ეს მას კარგად გამოსდის, რადგან იგი სავსებით საკმარისია ჟურნალისტების ინტერესების დასაკმაყოფილებლად.

- ის მართლა "განსაკუთრებულია"?

- და თქვენ როგორ ფიქრობთ? მან მოიგო ყველა ჩემპიონატი, სადაც მოუწია მუშაობა. მან ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ეჭვგარეშეა, რომ იგი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. ამაში მგონი ორი აზრი ზედმეტია!


წყარო: Sport-express.ru

  • khmala
  • 30 იანვარი 2012
  • 3 355
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)