დღეს მე–20 ტური დასრულდება
როგორც იცით, გუშუნ გაიმართა "პრიმერას" მე–20 ტურის დარჩენილი მატჩები, სადაც რამდენიმე სენსაცია დაფიქსირდა. აღნიშნული რაუდნის ბოლო შეხვედრა, დღეს გაიმართება მადრიდის "ატლეტიკოსა" და "ოსასუნას" შორის.
28 იანვარი – გამართული მატჩები:
ესპანიოლი 1–0 მალიორკა
რაიო ვალეკანო 2–3 ატლეტიკ ბილბაო
მადრიდის რეალი 3–1 სარაგოსა
ვილიარეალი 0–0 ბარსელონა
ბეტისი 1–2 გრანადა
29 იანვარი – გამართული მატჩები:
რეალ სოსიედადი 5–1 ხიხონი
ლევანტე 1–2 ხეტაფე
რასინგი 2–2 ვალენსია
მალაგა 2–1 სევილია
30 იანვარი – გასამართი მატჩი:
ოსასუნა – ატლეტიკო
"ლა ლიგის" სატურნირო ცხრილი:
ბომბარდირთა დავა:
როგორც ხედავთ, მადრიდის "რეალი" დამაჯერებლად და ერთპიროვნულად ლიდერობს "პრიმერა დივიზიონს", ხოლო "სამეფო" კლუბის მოთამაშე, კრიშტიანუ რონალდუ კვლავ უდგას სათავეში ბომბარდირთა დავას, სადაც მისი მთავარი კონკურენტი ლიონელ მესია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ტური არ დასრულებულა, Goal–ის ჟურნალისტმა, უკვე შემოგვთავაზა მე–20 ტურის სიმბოლური ნაკრები. სამწუხაროდ, აღნიშნულ გუნდში მხოლოდ და მხოლოდ მესუთ იოზილი იმყოფება.
ტურის საუკეთესო თერთმეტეული:
მე–20 ტურის საუკეთესო მოთამაშედ ფერნანდო ლორენტე იქნა დასახელებული, რომელმაც "რაიო ვალეკანოსთან" 3 გოლი გაიტანა და მატჩი მოაგებინა ბასკურ კლუბს. ხსენებული ტურის მწვრთნელი "ვილიარეალის" თავკაცი", ხოსე მოლინა გახდა.
ტაქტიკური განლაგება:
მომდევნო ტურის მატჩები:
P.s - ჩემი რიგით მე–600 სტატია!!!
- 30 იანვარი 2012
- 3 264
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.