„არასოდეს დანებდე და დაინახავ თუ როგორ ნებდებიან სხვები“
არ ვიცი არსებობდა თუ არა ისეთი გულშემატკივარი, რომელიც „სარაგოსასთან“ მატჩში „რეალისგან“ ქულების დაკარგვას ელოდა, მაგრამ თუ მსგავსი იყო, ალბათ 50-ე წუთზე, როდესაც კრისტიანომ მიმდინარე სეზონში თავისი 24-ე გოლი გაიტანა, ტელევიზორს გამორთავდა და თავისი საყვარელი გუნდის, „ბარსელონას“, თამაშს დაელოდებოდა, რომელიც აქედანვე ვთქვათ და მათ კარგს არაფერს უქადდა..
მადრიდული მატჩი წლევანდელი სეზონისთვის კლასიკური სცენარით განვითარდა, „ბლანკოსმა“ პირველი გოლი საკუთარ კარში მიიღო, შემდეგ გაიბრძოლა და როგორც ბოლოს აღმოჩნდა, ისევ „ეკონომრეჟიმში", მისთვის სასარგებლო შედეგი დააფიქსირა. შეიძლება ვთქვათ, რომ ამ თამაშმა ბევრი სასაუბრო თემა ნამდვილად არ დაგვიტოვა.
ერთადერთი შემადგენლობას მინდა შევეხო. ბევრი საუბრით არც ამაზე მოგაწყენთ თავს და მხოლოდ ერთ ფეხბურთელს, ჰამიტ ალტინტოპს, შევეხები. თურქმა უნივერსალმა მაურინიოს ნდობა დაიმსახურა და უკანასკნელ თამაშებში მარჯვენა ლატერალის ფუნქციები შეითავსა. ჩემი პირადი მოსაზრებით არც ისე ურიგოდ. Halamadrid.ge-ს მომხმარებლებს მინდა თხოვნით მივმართო, რომ ფეხბურთელის შეფასებისას, მისი ეროვნების ნაცვლად მისი თამაშით იხელმძღვანელეთ. ამ ფეხბურთელს შესაშური უნივერსალობა, დაყენებული დარტყმა და უდიდესი გამოცდილება აქვს. ტექნიკაზე, რომ არაფერი ვთქვათ (ალტინტოპი VS ინიესტა). ერთადერთი რაც მის მინუსებში შეიძლება ჩავთვალოთ ჯერ-ჯერობით ეს მხოლოდ შორეული გადაცემებია.
(2010 წლის საუკეთესო გოლი FIFA-ს ვერსიით)
და აი მივადექით გასული უქმეებების ყველაზე განხილვად თემას...
"ელ მადრიგალის“ სტადიონის კარებს "ბლაუგრანამ“ ვერაფრით მოარგო გასაღები და მატჩში საბოლოოდ ნულოვანი ფრე დაფიქსირდა. ამ ფაქტს პრესაში თუ უბრალო გულშემატკივრებში დიდი გამოხმაურება მოყვა. დილიდან მოყოლებული კომენტარებში თუ სტატიებში, შეიმჩნევა, რომ უმეტესობამ ბლაუგრანას დიდი წითლი ხაზი გადაუსვა და მადრიდელებს ნაადრევად გაჩემპიონება მიულოცა.
როგორც უკანასკნელი კლასიკოს შემთხვევაში, ამჯერადაც ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული, განცდა მეუფლება..
ერთის მხრივ, ვერავინ იტყვის, რომ 7 ქულა ცოტაა. რეალმა თავისი სტაბილურობით და ქულების იშვიათად ფლანგვით დაიმსახურა კიდეც, რომ ბევრი მას უკვე ნაადრევად ჩემპიონად თვლის. ისტორიაც რეალის მხარეს არის და როგორც დღეს საიტზე დაიწერა მსგავსი ჰანდიკაპის აღმოფხვრა მხოლოდ ერთმა გუნდმა შეძლოს ისტორიის მანძილზე და ეს 2004 წლის ფორმაციის "ვალენსია" იყო.
მაგრამ..
მეორეს მხრივ ისტორია რეალს სუპერთასზეც გამარჯვებას უქადდა. ვიყოთ რეალისტები და ვაღიაროთ რომ 18 ტური (!) ეს ჯერ კიდევ ძალიან ბევრია. ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ არც „ბარსელონაა“ რიგითი გუნდი და არც მადრიდის „რეალია“ რკინის.
რუსული ბლოგების ხშირი მომხარებელი გახლავართ და ერთ-ერთმა ფეხბურთის მიმომხილველმა საინტერესო შედარება გააკეთა:
Мариарти, а Мариарти – в Шерлоке Без сильного противника было бы скучно „
მე ოდნავ სხვა კონტექსტში ვიხმარ ამ სიტყვებს და იმ გულშემატკივრებს მივუძღვნი ვინც ფიქრობს, რომ "ბარსელონას" მოტივაცია აქვს დაკარგული. (ვფიქრობ, აქამდე უნდა ყოფილიყო კატალონიელებისთვის მოსაყწენი, როდესაც მას ღირსეული კონკურენტი არ ყავდა, ხოლო ახლა...) ჩემთვის როგორც გულშემატკივრისთვის ძნელად წარმოსადგენია ის ფაქტი, რომ "ბარსელონას" მოტივაცია მაშინ აკლდება, როდესაც მისი მოსისხლე მტერი მადრიდის “რეალი“ დღითიდღე ძლიერდება და მეტოქეს მეტოქეზე ამარცხებს. ვერ წარმომიდგენია "ბლაუგრანასთვის" ამაზე ძლიერი კატალიზატორი რა უნდა იყოს.
ვერც იმას ვიტყვით, რომ "ბარსელონა" დასუსტდა. მადრიდული "ელ კლასიკო“ და "კამპ ნოუ“-ზე ჩატარებული თამაშები მგონი ამ აზრის გასაქარწყლeბლად საკმარისი იქნება. ერთადერთი რაც აშკარად შეიცვალა ის არის, რომ გუნდები "ბლაუგრანასთან“ გასახდელიდანვე დამარცხებულის ფსიქოლოგიით აღარ გამოდიან და უფრო მეტიც, თითოეულ გასვლით თამაშში "ბარსელონას" ქულის ასაღებადაც საკმაო ბრძოლა და ოფლის ღვრა უწევს.
როგორც აღვნიშნე არ ვთვლი, რომ "ბარსელონა" ვეღარ თამაშობს იმ ფეხბურთს რასაც მისი გულშემატკივრები მიაჩვია, უბრალოდ არაფერი გრძელდება სამუდამოდ, მითუმეტეს ისეთ არაპროგნოზირებად სპორტში, როგორიც ფეხბურთია. ზუსტად არაპროგნოზირებადობა მატებს ფეხბურთს ყველაზე დიდი ხიბლს და ზუსტად მისი ამ "თვისების“ გამო მივიჩნევ "რეალისთვის“ ჩემპიონობის მილოცვას ნაადრევად.
მესმის, რომ მოგვენატრა მადრიდისტებს ლიდერის პოზიციიდან ყურება და ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ნათქვამია „წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო“ და მოდით ნაადრევად ნურაფერზე ვისაუბრებთ, რომ მერე თავი სასაცილო მდგომარეობაში არ ჩავიგდოთ. ამის დროც მოვა. დღევანდელი მადრიდის „რეალი“ გვაძლევს იმის საბაბს, რომ გვჯეროდეს მათი და გვჯეროდეს იმ სიტყვების რითაც ამ თემაზე საუბარი დავიწყე:
- 30 იანვარი 2012
- 5 277
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.