70% "რეალის" ჩემპიონობის სჯერა
როგორც იცით, პრიმერა დივიზიონის მე-20 ტურის თავზე, "რეალსა" და "ბარსას" შორის სხვაობა 7 ქულამდე გაიზარდა.
გამოცემა "ას"-მა, ოფიციალურ ვებ-გვერდზე შემდეგი შინაარსის გამოკითხვა ჩაატარა - შეძელებს თუ არა "ბლაუგრანა" აღნიშნული ჰანდიკაპის დაძლევას? ნიშანდობლივია, რომ გამოკითხულთა (დაახლოებით 80 ათასი ქომაგი) 70 პროცენტმა, "ბლანკოსის" ჩემპიონობა იწინასწამეტყველა, ხოლო 30%-მა ჩათვალა, რომ გვარდიოლას შეგირდები იზეიმებენ სეზონის ბოლოს ტიტულს.
ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ უმრავლესობამ "რეალზე" გააკეთა არჩევანი.მიუხედავად იმისა, რომ წინ 18 ტურია დარჩენილი, მოურინიომ სერიოზული განაცხადი გააკეთა.
ცნობისათვის, ისტორიაში მხოლოდ ერთი პრეცედენტია, როდესაც მადრიდელებმა 8 ქულიანი სხვაობა გაანიავეს.აღნიშნული ფაქტი, 2003-04 წ.წ. სეზონში დაფიქსირდა, როდესაც გუნდს კარლუს კეირუში წვრთნიდა.მაშინ, "თეთრების" უპირატესობა ვალენსიელებმა უკუაგდეს.
- 29 იანვარი 2012
- 4 150
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.