იოზილი დაბრუნდა
როგორც მოგეხსენებათ, მესუთ იოზილი სეზონის სტარტიდან დიდი ხნის განმავლობაში მეტად არასტაბილური იყო, რაც მისი მისამართით კრიტიკის მიზეზი გახდა. ძალიან სასიხარულოა, რომ გერმანელმა ნახევარმცველმა კვლავინდებურად თამაში დაიწყო და კრიტიკოსები გააჩუმა. წარმოშობით თურქი, უკვე ზედიზედ რამდენიმე მატჩია, რაც ერთ–ერთი საუკეთესოა მადრიდელთა მხირდან.
მესუთ იოზილი ზედიზედ სამჯერ დასახელდა უკანასკნელი სამი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, რაც გასაკვირი არავისთვის არაფერია. კარგად გვახსოვს, თუ როგორი არასტაბილური იყო იგი სეზონის დასაწყისში და შესაბამისად, მან პუბლიკისგან და ჟურნალისტებისგან ზომიერი კრიტიკა დაიმსახურა. როგორც მოგახსენეთ, იოზილი უკანასკნელ მატჩებში ბრწყინვალეა, რასაც კრიტიკოსთა დუმილი და პუბლიკის ოვაციები მოჰყვა.
იმაში ორი აზრი არ არსებობს, რომ გერმანელი ფლეიმეიქერი "ბარსელონასთან" მატჩში საუკეთესო იყო. იგი მთელი მატჩის მანძილზე აქტიურობდა. ცენტრში ძალიან კარგად ალაგებდა თამაშს და ამა თუ იმ ფეხბურთელს საჭირო პასებით ამარაგებდა. მან აქტივში ერთი საგოლე გადაცემა ჩაიწერა, რომელიც რონალდუს გაუკეთა, თუმცა დასამახსოვრებელი ფაქტი მრავალი იყო. ყველას დაამახსოვრდება მისი დარტყმული კარში. დაახლოებით 35 მეტრიდან, მესუთი ძალიან ძლიერად, ტექნიკურად და ლამაზად იტანდა გოლს, რომ არა ძელი.
გუშინდელ შეხვედრაში, ისევე როგორც "ბლაუგნარასთან" დაპირსპირებაში, მინდორზე კვლავ კაკასა და იოზილის ტანდები წარსდგა, რამაც ნამდვილად გაამართლა. იოზილმა ითამაშა ისე, როგორც ეს "რეალის" დონის მოთამაშეს შეეფერება. გერმანელმა პორტუგალიელს კვლავ საგოლე გადაცემა გაუკეთა, ასევე მან მშვენიერი გოლითაც დაგვამახსოვრა თავი.
ნიშანდობლივია ისიც, რომ პორტუგალიელი და გერმანელი ერთმანეთთან საუცხოოდ არიან შეთამაშებულნი, ეს კი მათ საერთო შედეგზეც აისახება. იოზილი, ასევე დასახელდა "მალიორკასთან" და ბილბაოს "ატლეტიკთან" საუკეთესო პირად. ეს ყველაფერი იმის იმედს გვაძლევს, რომ მადრიდელთა 10–მა ნომერმა დაიბრუნა ჩვეული ფორმა.
Realmadrid.com
- 29 იანვარი 2012
- 4 500
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.