მე–20 ტური, დღე პირველი
როგორც მოგეხსენებათ, გუშინ "პრიმერა დივიზიონის" მეოცე ტურის რამდენიმე მატჩი გაიმართა. თავიანთი შეხვედრები მადრიდის "რეალმა" და კატალონიის "ბარსელონამაც" გამართეს. დედაქალაქელებმა დამაჯერებლად იმარჯვეს, რაც არ ითქმის "ლურჯ–ბროწეულისფრებზე". ნიშანდობლივია, რომ მათ შორის ჰანდიკაპი 7 ქულამდე გაიზარდა და შესაბამისად, "ბლანკოსმა" უდიდესი უპირატესობა იგდო ხელთ.
28 იანვარი – გამართული მატჩები:
ესპანიოლი 1–0 მალიორკა
რაიო ვალეკანო 2–3 ატლეტიკ ბილბაო
მადრიდის რეალი 3–1 სარაგოსა
ვილიარეალი 0–0 ბარსელონა
ბეტისი 1–2 გრანადა
29 იანვარი – გასამართი მატჩები:
რეალ სოსიედადი – ხიხონი
ლევანტე – ხეტაფე
რასინგი – ვალენსია
მალაგა – სევილია
ოსასუნა – ატლეტიკო
ამჟამად, სატურნირო ცხრილს მადრიდის "რეალი" ლიდერობს 52 ქულით და მეორეადგილოსან "ბარსელონას" 7 ქულით უსწრებს. მესამე ადგილზე "ვალენსია" იმყოფება, ხოლო მეოთხე პოზიციას "ლევანტე" იკავებს. ბოლო ადგილზე კვლავინდებურად "სარაგოსა" იმყოფება.
Gola.com
- 29 იანვარი 2012
- 2 390
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.