პარდესამ მატჩზე ისაუბრა
მადრიდის "რეალის" ერთ–ერთმა ხელმძღვანელმა, მიგელ პარდესამ განაცხადა, რომ "ლა ლიგა" არის გრძელვადიანი ტურნირი, რომელშიც დისტანციის გაზრდა უახლოეს მეტოქესთან აუცილებელია.
ს.კ "რეალის" აღმასრულებელმა დირექტორმა, მიგელ პარდესამ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა:"ეს არის გრძელვადიანი ტურნირი, სადაც აუცილებელია ბევრი მუშაობა. გუნდი მიმართულია ჰანდიკაპის შენარჩუნებისკენ და გაზრდისკენ. ჩვენი უპირველესი მეტოქე საკმაოდ ძლიერია და პატარა შეცდომაც შეიძლება, რომ დამღუპველი აღმოჩნდეს".
"მოურინიო შესანიშნავი მწვრთნელია და მან იცის, თუ როგორ უნდა ითამაშოს გუნდმა ნებისმიერ ვითარებაში. ცხადია, ამ მატჩში უფრო დიდი შედეგით გამარჯვება შეგვეძლო, მაგრამ ბიჭები "ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ, გადაღლილნი და ემოციურად დაცლილნი წარსდგნენ მინდორზე".
პარდესამ "კოპა დელ რეიზეც" ისაუბრა და ვერდიტქი გამოიტანა:"ეს იყო საკმაოდ მშვენიერი თამაში, რომელიც უკომპრომისო გახლდათ. ყველამ აღიარა, რომ მადრიდის "რეალმა" სანიმუშოდ ჩაატარა შეხვედრა, მაგრამ შედეგი მაინც არ იყო ისეთი, როგორსაც ვიმსახურებდით".
Realmadrid.com
- 29 იანვარი 2012
- 2 094
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.