"ბერნაბეუს" მშრალი სერია მოენატრა
"სარაგოსას" დამარცხების შემდეგ, "მარკაზე" საკმაოდ შემაშფოთებელი სტატისტიკა გამოქვეყნდა.
საქმე იმაშია, რომ იკერ კასილიასი ბოლო 10 საშინაო მატჩში, კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებს.ბოლოს, 2011 წლის 26 ოქტომბერს ვერ გაგვიტანა მეტოქემ გოლი საკუთარი ქომაგების წინ.
აღსანიშნავია, რომ წარუმატებელი სერია სამივე ტურნირს მოიცავს: პრიმერა დივიზიონში, "ოსასუნამ," "ატლეტიკომ," "გრანადამ," "ატლეტიკმა" და "სარაგოსამ თითო-თითო გოლი შეგვიგდეს, ხოლო "ბარსამ" ზედიზედ სამი.რაც შეეხება სამეფო თასსა და ჩემპიონთა ლიგას, იქ "ზაგრებმა," "პონფერადინამ," "მალაგამ" და იმავე "კულეებმა" დაგვლაშქრეს.
იმედია, ეს მაჩვენებელი სასწრაფოდ გამოსწორდება.
- 29 იანვარი 2012
- 3 672
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.