მადრიდის "რეალი" – "სარაგოსა"
როგორც მოგეხსენებათ, დღეს მადრიდის "რეალი" საკუთარ კედლებში "სარაგოსას" მოთამაშეებს უმასპინძლებს. იმაში ორი აზრი არ არსებობს, რომ "სამეფო" კლუბი თითქმის ასი პროცენტით მოიპოვებს გამარჯვებას. ნიშანდობლივია ისიც, რომ "სარაგოსა" ძალიან ცუდად ასპარეზობს მიმდინარე სეზონში, რაც მათ შედეგზე ცალსახად აისახება.
მადრიდის "რეალი" და ყველა სხვა "პრიმერას" გუნდები იწყებენ "ლა ლიგის" მეორე ნახევარს. როგორც სეზონის სტარტზე, ახლაც "ბლანკოსი" "სარაგოსას" დაუპირისპირდება, რომელიც მიმდიანრე სეზონში ყველა ცუდად ასპარეზობს საუკეთესო 20 გუნდს შორის. ეს უკანასკნელი ცხრილის ბოლო ადგილზე იმყოფება და მის ანგარიშზე მხოლოდ და მხოლოდ 12 მოპოვებული ქულაა. ცხადია, მატჩის უდაო ფავორიტი "სამეფო" კლუბია, მაგრამ წინასწარ ვერდიქტის გამოტანა ნაადრევია. "მერენგები" კი "ლა ლიგას" ერთპიროვნულად ლიდერობენ. მათ ანგარიშზე 49 ქულაა და მეორე ადგილოსან "ბარსელონასთან" 5 ქულიანი ჰანდიკაპი აქვთ.
ეს გუნდები მიმდინარე წელს პირველ ტურში დაუპირისპირდნენ, სადაც "ლა რომალედაზე" დედაქალაქლებმა დამაჯერებელი და გამანადგურებელი სხვაობით, ანგარიშით 0–6 იმარჯვეს, სადაც პირველი ჰეთ–თრიკი კრიშტიანუ რონალდუმ შეასრულა. აღსანიშნავია ისიც, რომ "რეალი" საკუთარ კედლებში ყველა მატჩში იტანს გოლს. ამის გათვალისწინებით, "არაგონესებს" კარგი დღე არ ელით.
როგორც სავარაუდო იყო, "ლოს ბლანკოსი" დანაკლისით წარსდგება მინდორზე. ჟოზე მოურინიოს განკარგულებაში გუნდის ორი ლიდერი ანხელ დი მარია და სამი ხედირა არ იქნება. სავარაუდოდ, გერმანელის ნაცვლად ლასანა დიარა იასპარეზებს, ხოლო არგენტინელს მესუთ იოზილი შესცვლის.
"პრიმერა დივიზიონის" ისტორიაში, ეს გუნდები ერთმანეთს 57–ჯერ შეხვდნენ, სადაც 47–ჯერ "რეალმა" იმარჯვა, 4–ჯერ "სარაგოსამ", ხოლო 6–ჯერ ყამით დასრულდა მატჩი. ხსენებულ 57 მატჩში მადრიდელებმა 144 გოლი გაიტანეს, ხოლო მეტოქე გუნდმა მხოლოდ 54.
Realmadrid.com
- 28 იანვარი 2012
- 1 500
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.