ის, რაც ტეიშეირას ეკუთვნოდა
როგორც უკვე მოგახსენეთ, ჟოზე მოურინიომ პროფესიული შეურაწყოფა მიაყენა ტეიშერია ვიტიენესს, რომელმაც განვლილ "კლასიკოში" არაერთი დასამახსოვრებელი შეცდომა დაუშვა, რაც პორტუგალიელმა არ მოითმინა. გთავაზობთ, ჟოზეს წარმოთქმულ სიტყვებს რეფერის მიმართ.
ჟოზე მოურინიომ, ზემოთ ხსენებული მწვრთნელი შემდეგი სიტყვებით შეამკო:"შენ არ ეცი პატივი მადრიდის "რეალსა" და ფეხბურთს, შენი საქმის ნამდვილი უცოდინარი ხარ და ამას ღიად ვამბობ. გუშინ, მილიონობით ადამიანს არ აყურებინე ის დაპირისპირება, რაც აუცილებლად უნდა შემდგარიყო".
მადრიდელთა თავკაცმა "ბარსელონაზეც" ისაუბრა (ავტო სადგომში):"კატალონიის "ბარსელონა" კარგი თამაშის შემთხვევაში იმარჯვებს. იმ შემთხვევაში, თუ "ბლაუგნარა" ვერ თამაშობს კარგად, ამაში "ლურჯ–ბროწეულისფრებს" ბევრი მსაჯი ეხმარება და მაინც მოგებული რჩებიან".
შეგახსენებთ, რომ ვიტიენესმა არ დანიშნა 100 %–იანი თერთმეტ მეტრიანი "მერენგთა" სასარგებლოდ, როცა ბუსკეცმა ხელით შეაჩერა ბურთი და შემდეგ მუცელი აიტკია, თითქოს მან ბურთი მუცლით მოიგერია, ხოლო სერხიო რამოსი მან სრულიად უწყინარ და გაურკვეველ სიტუაციაში გააძევა მინდვრიდან.
Marca.com
- 27 იანვარი 2012
- 5 336
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.