ჟოზეს 50

გუშინ, 26 იანვარს, როგორც მოგეხსენებათ , 49 წელი შეუსრულდა ”მადრიდის რეალის” მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს. თავისი კარიერის მანძილზე მან უამრავი ტიტული მოიგო, მათ შორის პორტუგალიის (ორჯერ), , ინგლისის (ორჯერ), იტალიის (ორჯერ) ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულია, თან სხვადასხვა კლუბთან ერთად. წინა წელს კი მან ”მადრიდის რეალს” სამეფო თასი მოაგებინა, რომელიც გუნდს 18 წლის წინ ქონდა ბოლოს მოგებული.

გთავაზობთ მოუს მიერ წარმოთქმულ 50 ფრაზას, რომელიც მან სხვადასხვა პრესკონფერენციებზე მთელი კარიერის მანძილზე თქვა.

"მე არ ვარ საუკეთესო მსოფლიოში, მაგრამ ვფიქრობ, რომ მსოფლიოში ჩემზე უკეთესი არავინაა.”

”ყველანი ისე ოცნებობენ ”ჩელსის” წაგებაზე, რომ როცა ჩვენ ბოლოს და ბოლოს წავაგებთ, მთელს ქვეყანაში ის დღე დასვენების დღედ გამოცხადდება.”

”ახალგაზრდა ფეხბურთელები რაღაცი გვანან საზამთროს, მხოლოდ მას შემდეგ, რაც შენ მას დაჭრი და გასინჯავ, არის შესაძლებელი 100 პროცენტით დარწმუნდე მათ შესაძლებლობებში. ზოგიერთი საზამთრო გარედან ძალიან მიმზიდველია, მაგრამ საშინელი გემო აქვს, სხვები გარედან არამიმზიდველები არიან. მაგრამ რაღაც გასაოცარი გემო აქვთ. ფეხბურთი ახალგაზრდულ დონეზე და პროფესიონალურზე ორი სხვადასხვა განზომილებაა. ერთიდან მეორეზე გადასვლა ხარისხის დაკარგვის გარეშე არც ისე ადვილია. იმისთვის, რომ გავიგოთ საზამთროს ნამდვილი გემო, ახალგაზრდა ფეხბურთელები უნდა ვარჯიშობდნენ პროფესიონალებთან და მუდმივად უნდა თამაშობდნენ მათთან ერთად და მათ წინააღმდეგ.”

”აბრამოვიჩი ცოლს შორდება? ყველაფერი არც ისე ცუდადაა. კარგი ადვოკატის საშუალებით ირინას, მისი ცოლს, შეუძლია თავისთვის მიხაელ ბალაკიც კი წაგვართვას!”

ჟოზეს 50


"თქვენ მართლა გინდათ გაიგოთ ჩემი პოლიტიკური შეხედულებები? მე 4-3-3 სისტემისკენ ვიხრები.”

”ვენგერი მე მაგონებს ადამიანს, რომელსაც უყვარს სხვების თვალთვალი. ასეთ ტიპებს სახლში, როგორც წესი დიდი ტელესკოპი უდგათ, რითაც ისინი თვალს ადევნებენ თუ რა ხდება სხვა ოჯახებში.”

”მე უფრო ბევრს ვიმუშავებ, მაგრამ სულაც არ შემიძლია სასწაულების კეთება ისე, როგორც მერლინს და ჰარი პოტერს.”

”მე ვგეგმავ საფეხბურთო ფილოსოფიის შეცვლას, მსოფლიოში არ არის მწვრთნელი , რომელსაც ისეთივე იდეები ექნება, როგორიც მე.”

”ლონდონში ერთ-ერთ ქუჩაზე ჩემთან მოვიდა კაცი, რომელიც სადღაც მიახლოებით სამოცდაათი წლის იყო და ის ტიროდა. ის ბოლტონში იყო, როცა ”ჩელსის” ინგლისის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო მანამდე 50 წლით ადრე, ის მამასთან და ბაბუასთან ერთად ესწრებოდა იმ შეხვედრას, როცა მისმა გუნდმა ბოლოჯერ მოიგო პრემიერ ლიგა. დღეც არც მისი მამა, არც მისი ბაბუა, უკვე ცოცხლები არ არიან. ასეთი რამეები მე აღმაფრთოვანებენ.”

ჟოზეს 50


”მე არც ახალი და არც ძველი მენეჯერების დამცველი არ ვარ. მე მჯერა კარგების და ცუდების, წარმატებულების და წარუმატებლების. გეხვეწებით, არ ჩამთვალოთ მე იდოტად, მაგრამ მე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ავრ და შესაბამისად მე განსაკუთრებული ვარ.”

”არ მინდა, რომ უბრალოდ ვარსებობდე, ეს ჩემს ხასიათს ეწინააღმდეგება. ყოველთვის ვიქნები ასეთივე, როგორიც ეხლა,სხვაობა მხოლოდ პასუხისმგელობის დონეში იქნება.”

”არ მჭირდება ფეხბურთელი შესანიშნავი ხასიათით, ნამდვილი პროფესიონალი-ასეთი ადამიანი ჩემს გოგოს სჭირდება.”

”არიან ისინი, ვინც ხარობენ გამარჯვების შემდეგ. მე ამისთვის დრო არ მაქ.”

”მე რომ ჩვეულებრივი ცხოვრება მდომოდა, ”პორტუში” დავრჩებოდი: ლამაზი ცისფერი სავარძელი, მუდმივი მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგაში, ღმერთი და მის შემდეგ ეგრევე მე.”

”მე არ მაქ პრობლემები იმის გამო, რომ ცნობილი პიროვნება ვარ. ერთხელ მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად დისნეილენდში წავედით, როცა დავბრუნდით ბავშვებმა მთხოვეს, რომ მომდევნო ჯერზე სახლში დავრჩენილიყავით. მაგრამ ესაა ის ფასი, რასაც შენ იხდი , როცა დიდ ფეხბურთში ხარ.”

”ჩვენი გუნდის სათამაშო სტილი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იგივეა, რაც ომლეტი და კვერცხი. არ იქნება კვერცხი - ვერ მოამზადებ ომლეტს. ყველაფერი დამოკიდებულია კვერცხის ხარისხზე. სუპერმარკეტში შეიძლებ პირველი, მეორე და მესამე კლასის კვერცხის ყიდვა. ზოგიერთი უფრო ძვირი კვერცხი გაძლევს საშუალებას უფრო კარგი ომლეტი მომზადო. შესაბამისად, როცა საუკეთესო ხარისხის კვერცხი არის სუპერმარკეტში და თქენ ვერ ახერხებთ მაქამდე მისვლას, თქვენ პრობლემები გაქვთ.”

ჟოზეს 50


"ჩემთვის ყველაზე მთავარი რამ ცხოვრებაში ეს სიყვარულია. ვფიქრობ, უნდა გიყვარდეს შენი ოჯახი, შენი სამსახური, ხალხი, რომელთანაც შენ მუშაობ. თუ არ გიყვარს ცოლი, უნდა დაშორდე. თუ არ გიყვარს ბავშვები, შენ ადამიანი არ ხარ და უმჯობესია თავი მოიკლა. თუ არ გიყვარს სამსახური, მაშინ ის უნდა შეცვალო.”

”თუ შენ კარგად გამოგდის დოლზე დაკვრა, არ უნდა უსმინო იმათ, ვინც გეუბნება, რომ ვიოლინოზე უნდა დაუკრა.”

” თვით იესო ქრისტეც არ უყვარდა ყველას, შესაბამისად მე ვინ ვარ...”

”ახლობლები და მეგობრები თვლიან, რომ მე გავთეთრდი ბევრი ნერვიულობის გამო, მაგრამ ეს ასე სულაც არაა, მამაჩემიც ადრე გათეთრდა. ხოლო რაც შეეხება ფეხბურთს-ეს ბედნიერებაა.”

”მე რომ ჩემს ფეხბურთელებს თამაშინ წინ ”გლადიატორიდან” რამოდენიმე ეპიზოდს ვაყურებინო, ისინი მაშინვე დაიწყებენ სიცილს და დაურეკავენ ფსიქიატრს იმის გასარკვევად, გავგიჟდი თუ არა მე.”

”თუ ვინმე გადაწყვეტს ჩემზე ფილმის გადაღებას, მაშინ ჩემი როლი ჯორჯ კლუნმა უნდა შეასრულოს. ის შესანიშნავი მსახიობია და ჩემი ცოლი თვლის , რომ სწორედ ის შემეფერება ყველაზე მეტად.”

ჟოზეს 50


"ჟურნალისტებთან შეხვედრას თამაშის ნაწილად აღვიქვამ. ჩემს თავში თამაში იმ მომენტიდან იწყება, როცა მე პრეს-კონფერენციაზე მოვდივარ.”

”ბოლო ორი წელი არ იყო წარმატებული ”ჩელსისთვის”. დაღმასვლა დაიწყო ჩემი წასვლიდან და ეს დამთხვევა არაა.”

”არც ისე ადვილია ფეხბურთში იმის სახელით გამოჩენა, ვინმაც უკვე მიაღწია თავისას. მე ამას ვამჩნებ ჩემი შვილის მაგალიტზე. ის უკვე ცხოვრობს ჩემი სახელის ზეწოლის ქვეშ. ამის გამო ვცემ პატივს რუი აგუასს და მადლინს, რომლებმაც შეძლეს ასეთი ზეწოლით ცხოვრება და რა თქმა უნდა, მიაღწიეს ძალიან ბევრს.”

”მე იტალიური ენას დღეში ხუთი საათი რამოდენიმე თვის მანძილზე . ამას იმისთვის ვაკეთებდი, რომ ფეხბურთელებთან, ჟურნალისტებთან და გულშემატკივრებთან ურთიერთობა არ გამჭირვებოდა. რანიერი ინგლისში ხუთი წელი მუშაობდა და ეხლაც ძლივს ამბობს ”დილა მშვიდობისას” ან ”დღე მშვიდობისას” ინგლისურად.”

”მე თავს იტლაიური ფეხბურთის რობინ ჰუდად ვთვლი და ამიტომაც მომწონს ”ინტერში” ყოფნა.”

”მილანის მერმა მე დამადანაშაულა, რომ ინვალიდი ბავშვისთვის ხურდა ფულის მიცემას ვაპირებდი. სინამდვილეში, მე მას ჯვარს ვაძლებდი, რომელიც ცოლმა მაჩუქა და რომელსაც ბოლო ოთხი წლის მანძილზე არ ვიშორებდი. მაშინაც კი, როცა სიკეთეს ვაკეთებ, მე მაკრიტიკებენ.”

”თუ შენ კამბიასოსთან და ძანეტისთან ერთად ვარჯიშობ და არ ვითარდები, მაშინ შენ თავში ტვინის ნაცვლად სხვა რაღაც გაქვს, რომელიც არც თუ ისე კარგად მუშაობს.”

”მკითხეს ვნახე თუ არა ”იუვენტუსის” შეხვედრა და ვუპასხურე, რომ მხოლოდ ამაურის გოლამდე, ვინაიდან ამის შემდეგ მე ვახშამი მომართვეს.”

”თმა შევიჭერი და მზად ვარ ომისთვის.”

ჟოზეს 50


”რატომ მაკრიტიკებენ ჩემი კოლეგები? ვინაიდან კარგად იციან, რომ მომდევნო დღეს პრესის თავფურცელზე მოხვდებიან. მათთვის ეს უფასო რეკლამაა.”

”როცა მინდა, რომ ჭკვიან ადამიანს მოვუსმინო - მე ვიწყებ ლაპარაკს.”

” ”ბარსელონა” - ეს კულტურული ქალაქია, რომელიც მთელს მსოფლიოში ცნობილია თეატრებით და ეს ბიჭი - ლეო მესი , კარგად განსწავლულია. მან კარგად ისწავლა კომედიის თამაში.”

”რაც მე ყველაზე მეტად მომწონდა იტალიაში ეს იყო არაკეთილმოსურნეების ხმაური. მე გამოვთქვი ჩემი მოსაზრება, როგორც თავისუფალმა ადამიანმა თავისუფალ სამყაროში და მაშინვე დაიწყო ხმაური. მე ეს მომწონდა: ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულა და მე უკვე სუპერმოტივირებული ვარ.”

”მე ”მადრიდის რეალში” ფულის გამო არ გადავსულვარ. მე ცოტათი უხერხულად ვგრძნობს თავს იმის გამო, რამდენასაც გამოვიმუშავებ ამ გაქანებული ფინანსური კრიზისის დროს. ჩემთვის მთავარია საქმიანობიდან სიამოვნების მიღება.”

”არასდროს არ გავხდები ლაქია და არც მინდა რომ ვიყო.”

”პორტუგალიაში ამბობენ, რომ რაც უფრო დიდია გემი, მით უფრო ძლიერია შტორმი. საბედნიეროდ მე გამიმართლა: ყოველთვის დიდებულ გემზე ვხვდებოდი. ”პორტუ”- ეს პორტუგალიური ფეხბურთის ფლაგმანია. ”ჩელსი” ასევე დიდიებული ფლაგმანი იყო ინგლისში , ისევე როგორც ”ინტერი” იტალიაში. ამჟამად ”მადრიდის რეალი” - მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე ღირშესანიშნავი ფლაგმანია.”

”თუ კარგი ძაღლით აპირებს ნადირობას, შესანიშნავი ნადირობა გამოგივა. მაგრამ თუ არ გყავს ძაღლი, მაშინა არ გრჩება სხვა ვარიანტი გარდა იმისა, რომ გამოიყენო კატა და ინადირო მასთან ერთად.” (მოუს კომენტარი იგუაინის არ ყოფნის პერიოდში ბენზემას გამოყენებასთან დაკავშირებით)

”უკეთესია ერთხელ წააგო 0:5, ვიდრე ხუთჯერ 0:1”

”ხოსეპ გვარდიოლა - ფანტასტიკური მწვრთნელია, მაგრამ ის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, რომლის მოგებაც მე შემრცხვებოდა.”

”მე მომწონს ვიყო მწვრთნელი ტიტულებისთვის.”

ჟოზეს 50


”ჩვენ ვიბრძოლებთ იმ 40 ქულისთვის, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ პრემიერაში დავრჩეთ. მანამ სანამ ამას არ მივაღწევთ, ჩვენი მთავარი მიზანი - კლასში დამცირებისთვის თავის არიდებაა. ამ მიზნის მიღწევისას, უკვე სხვაზე გადავალთ. ქულათა აღების პროცესი ნაბი-ნაბიჯ უნდა მიიწევდეს წინ.”

”სრულიად ნორმალურია, რომ მცველები ფორვარდებს თამაშის წესების დარღვევით აჩერებენ. ძალიან ძნელია დაცვის ფეხბურთელმა ერთხელაც რომ არ დაარღვიოს თამაშის წესი მთელი 90 წუთის მანძილზე. აი, რატომ არსებობენ ყვითელი, წითელი ბარათები და მსაჯები.”

”ყველაზე მეტად მინდა ლა ლიგის მოგება. ჩემპიონთა ლიგა კი ნამდვილი ”ელდორადოა”, ყოველ კლუბს ხომ ფინალში გასვლა და ტიტულის მოპოვება სურს. პატარა დეტალები განსაზღვრავენ გამარჯვებულებს და ხდება, რომ ტიტული წილად ხვდება იმ გუნდს, რომელიც მას არ იმსახურებს. ლა ლიგას კი იგებენ ის გუნდები, ვინც მას ნამდვილად იმსახურებენ.”

”ამ მსოფლიოში მხოლოდ მსაჯების ანგარიში წყვეტს ყველაფერს.”

”მე მოვედი პრეს-კონფერენციაზე, ვინაიდან ჩემმა გუნდმა წააგო. სულაც არ მინდოდა, რომ ასეთი წაგების შემდეგ ჩემს თანაშემწეს მოეწია ყველაფერზე პასუხის გაცემა. უკეთესი იქნებოდა, რომ პრეს-კონფერენციაზე მოგების შემდეგ მოვსულიყავი.”

”არ მაღელვებს ტრიბუნებიდან ჩემდამი სტვენა. ჩემთვის ეს სრულიად არაა პრობლემა. სიმართლეა, რომ მე პირველად ჩემი სამწვრთნელო კარიერის მანძილზე მისტვინეს. მაგრამ ყველაფერი ხდება პირველად. ”სანტიაგო ბერნაბეუზე” სუტვნედნენ ზიდანს, რონალდოს, კრიშტიანოს, რომელმაც წინა სეზონში რეკორდი დაამხო და ”ოქროს ბუცი” დაიმსახურა და რატომ არ უნდა ესტვინათ ჩემთვის?”

”მე არ ვიცვლები. მე ჟოზე მოურინიო ვარ, თავისი კარგი თვისებებით და თავისი დეფექტებით.”

  • shvela
  • 27 იანვარი 2012
  • 2 824
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)