კასილასის ინტერვიუ

თამაშის შემდეგ იკერ კასილასი ჟურნალისტებს გაესაუბრა.

"დღეს მატჩის დაწყებიდანვე შევუდექით საგოლე მომენტების შექმნას. პირველივე წამებზე შეგვეძლო გოლის გატანა. მათ გაუმართლათ, რომ 5 წუთის მანძილზე 2 გოლი გაგვიტანეს. ჩვენ საკუთარ თამაშს ვთამაშობდით, თან ისე, თითქოს ”კამპ ნოუზე” სულაც არ ვყოფილვართ, არამედ საკუთარ კედლებში ვთამაშობდით. 10 შესაძლო ქულიდან ჩვენს დღევანდელ თამაშს 10-იანს დავუწერდი, ვამაყობთ იმით, რომ მადრიდისტები ვართ. რა თქმა უნდა, ვწუხვარ, მაგრამ ამავდროულად მიხარია, ვინაიდან დავამტკიცეთ, რო ჩვენ უკეთესები ვართ.”

”სამეფო თასის პირველ შეხვედრას არ უნდა დავუბრუნდეთ. წინა კვირას ხალხი ამბობდა, რომ ”ბარსელონა” ”მადრიდის რეალზე” ერთი თავით ძლიერი იყო, მაგრამ სამაგიეროდ დღეს ყველა თავიდან იტყვის, რომ ჩვენ თანასწორნი ვართ. ყოველი მატჩი , ეს სავსებით ახალი ისტორიაა.”

”დავტოვეთ და გამოვეთიშეთ ტურნირს, რომელშიც წინა სეზონში გავიმარჯვეთ, ამიტომაც ეხლა აუცილებლად გვჭირდება კონცენტრირება სხვა ტურნირებზე. შეხვედრის არბიტრის რამოდენიმე გადაწყვეტილება ჩვენთან მიმართებაში არასამართლიანი იყო. ეს სიმართლეა, ჩვენ ვთქვით, რომ შეუძლებელია ამ სტადიონზე მოგება, ვინაიდან ”კამპ ნოუზე” დაპირისპირებას პატარა დეტალები წყვეტენ, რის შედეგადაც შედეგი ყოველთვის ერთია.”

  • shvela
  • 26 იანვარი 2012
  • 5 271
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 მბაპე 15
3 რაფინია 11
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2025 (302)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)