პეპე და გრანერო თამაშის შემდეგ
პეპე და ესტებან გრანერო თამაშის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრნენ . მათ ”მადრიდის რეალის” ფეხბურთელების მონდომება და კარგი თამაში აღნიშნეს. მათი თქმით გუნდმა დაამტკიცა, რომ პირველივე წუთებიდან მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობდა.
პეპე
”ძალიან დიდი მონდომებით გავედით მოედანზე და ამაყი ვარ, ვინაიდან დავამტკიცეთ, რომ ერთიანი გუნდი ვართ და უკეთესადაც ვითამაშეთ, ვიდრე ”ბარსელონამ”. მე ჩემ გუნდს ვიცავ და ვეცდები, რომ მადრიდისტებს ჩემი არ შერცხვეთ. გულშემატკივრები უნდა ამაყობდნენ ფეხბურთელებით. ჩვენ ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.”
გრანერო
”იმედგაცრუებულები ვართ. უნდა მოგვეგო, ვინაიდან უკეთ გამოვიყურებოდით. ვფიქრობ იღბალი არ იყო ჩვენს მხარეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, კარგი სამუშაო გავწიეთ.”
- 26 იანვარი 2012
- 3 903
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.