რვა ფეხბურთელი
"მადრიდის რეალის" ტიპიური ვარჯიში ვალდებებასზე გრძელდება
მანუელ პელეგრინს სურს , რომ ფეხბურთელები ლა ლიგაში არსებული შესვენების დროს მაქსიმალურად იყვნენ თამაშისთვის ნებისმიერ წუთს, ამიტომ მან დღეს მეორე ვარჯიში მოაწყო. დრენტე დარჩა ფიზმომზადების დარბაზში, გუტი რამდენიმე წუთი იყო კლუბთან ერთად.
კასილასი, რამოსი, ხაბი ალონსო, პეპე, კრიშტიანო რონალდუ, ალბიოლი, ლასსი, ბენზემა, დუდეკი, იგუაინი, კაკა, დიარა, ვან დერ ვაარტი–ყველა ეს ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული, ამის გამო დღეს ჩილელი სპეციალისტის განკარგულებაში რვა ფებხურთელი იყო.
ფეხბურთელები მოედანზე ადგილობრივი დროით 10:30 საათზე გავიდნენ, პელეგრინი რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრა საკუთარ შეგირდებს, რის შემდეგაც საქმიანობას ხოსე კაბელო შეუდგა, მასთან ერთად მადრიდისტებმა მოედნის გარშემო ირბინეს, ივარჯიშეს ბურთთან ერთად. ძირითადად ბურთთან ერთი შეხებით გადაცემებზე თამაშობდნენ. ვარჯიშის დასასრულისას ფეხბურთელები 4–4 ზე გაიყვნენ და ითამაშეს ერთმანეთის წინააღმდეგ.
ვან ნისტელროი, არბელოა და გუტი ფიზმომზადების დარბაზში იყვნენ. მხოლოდ კლუბის ვიცე კაპიტანი გამოვიდა მოედანზე ცოტა ხნით. როსტონ დრენტეც თავს ცუდად გრძნობდა და ამიტომ ისიც შიგნით ვარჯიშობდა. ფერნანდო გაგო ძირითადად ტრავმის აღდგენითი სამუშაოების ჩატარებით იყო დაკავებული.

წყარო: Realmadrid.com
- 8 ოქტომბერი 2009
- 3 753
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.