12 იმედის მომცემი პრეცედენტი
მაშასადამე, ახლოვდება "კოპა დელ რეის" 1/4 ფინალის განმეორებითი მატჩი "ბარსელონასთან."
როგორც მოგეხსენებათ, "სანტიაგო ბერნაბეუზე" 1-2 წავაგეთ და კარგად გვესმის, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი საკმაოდ მინიმალურია, თუმცა სამეფო კლუბი არასოდეს ნებდება და მუდამ გამარჯვებისთვის იბრძვის!
აღნიშნულ სტატიაში, თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო მატჩებზე, რომელიც "ბლანკოსმა" კამპ ნოუზე მოიგო.კონკრეტულად, "რეალის" იმ გამარჯვებებზე ვისაუბრებთ, რომელიც ორმატჩიანი დუელის დროს შედგა კატალონიის დედაქალაქში.
დავიწყოთ იქედან, საერთო ჯამში, მადრიდელებმა 12 შემთხვევაში მოახერხოს ზ/აღნიშნულ არენაზე პაექრობის მოგება (სტატიაში მხოლოდ რამდენიმე შედეგზე გავამახვილებთ ყურადღებას - ავტ.).ბოლოს, 2002 წლის 23 თებერვალს დაფიქსირდა მსგავსი შედეგი, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარ ფინალში, დელ ბოსკეს "რეალმა" გასვლაზე 0-2 დაამარცხა "ბარსა," ზიზუსა და მაკმანამანის გოლების წყალობით.შემდეგ ამას მოჰყვა "ბერნაბეუზე" ფრე 1-1 და საბოლოოდ, ფინალის საგზური "თეთრებმა" მოიპოვეს.
1962 წლის სამეფო თასის ეგიდით გამართულ პირველ "კლასიკოზე," "კულეებმა" მინიმალური ანგარიშით დაამწუხრეს "ბერნაბეუს" პუბლიკა.ამ შემთხვევაში, მათი შანსები შემდეგ ეტაპზე გასვლისა დიდი იყო, თუმცა განმეორებით დუელში, დელ სოლიას, პუშკაშისა და ჰენტოს გოლებით, 0-3 მოიგო "რეალმა."
1959/60 წ.წ. სეზონში, ევროპის ჩემპიონთა თასზე, "რეალმა" ჯერ შინ მოუგო "ბლაუგრანას" 3-1, ხოლო შემდეგ გასვლაზე (ისევ 1-3).
ჯერჯერობით, სამეფო კლუბის საუკეთესო მატჩების სერია "ნოუ კამპზე," 1958-1963 წლების განმავლობაში ფიქსირდება.ამ მონაკვეთის დროს, "რეალმა" ჯერ 0-2 და 3-5 იზეიმა კატალონიაში, ხოლო შემდეგ კი 1-5.
ერთი სიტყვით, ისტორია ჩინებულად იცნობს შემობრუნებულ შეხვედრებს.შეიძლება ბევრმა თქვას დღეს სხვა "ბარსელონა" და სხვა სისტემა არისო, მაგრამ ფეხბურთი იმით არის განსაკუთრებული, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს... ჰალა მადრიდ !!!
- 24 იანვარი 2012
- 4 073
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.