რობერტო : "სამეფო კლუბის შანსი მინიმალურია"
მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, რობერტო კარლოსმა, რომელიც გუნდში წლების მანძილზე გამოდიოდა და ნამდვილ ლეგენდად იქცა მორიგი ინტერვიუ ჩაწერა...
"უკვე ტრადიციად მექცა ჟურნალისტებთან საუბარი ყოველი "კლასიკოს" წინ, რადგან ეს გენიალური დაპირისპირება მეტისმეტად გახშირდა. სამწუხაროდ ბარსელონას მოთამაშეები მუდმივად წარმატებას აღწევენ, მე როგორც სამეფო კლუბის გულშემატკივარს ძალიან მიჭირს იმის ყურება, რომ გუნდი ბერნაბეუზე მთავარ მოწინააღმდეგესთან მარცხდება."
"ბლანკოსს მინინალური შანსი აქვს, მაგრამ როდესაც შეიძლება მოგება, ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის, რომ გაიმარჯვო და გულშემატკივრები გაახარო. ძალიან კარგად მახსოვს 0-3 წაგებული შეხვედრა როდესაც რონალდინიომ ბრწყინვალედ იასპარეზა და "ბერნაბეუ" დადუმებული დატოვა, შემდეგ კი იგი აპლოტისმენტებით დააჯილდოვეს, მაშინდელი რეზულტატი ჩვენთვის ამაზრზენი და შემაძრწუნებელი იყო, მახსოვს რა ხდებოდა გასახდელში, მაგრამ გავიდა სულ ცოტა დრო და ჩვენ კვლავ დავამარცხეთ კულეები, ახლა კი სიტუაცია ძალიან განსხვავებულია, "ბლაუგრანას" ჰეგემონია უკვე ძალიან დიდი ხანია გრძელდება და ალბათ უკვე დროა მოურინიოს შეგირდები გონს მოეგონ და გამარჯვებას მიაღწიონ."
"თუკი დედაქალაქელებმა ნოუ კამპზე გაიმარჯვეს და სამეფო თასის ნახევარფინალში გავიდნენ, ეს იქნება უდიდესი წარმატება და სიხარული ინჩასებისთვის, დარწმუნებული ვარ ასეთ პრინციპულ შეხვედრაში წარმატების მიღწევა ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც დატოვებს კვალს."
"იმედს გამოვთქვამ რიკარდო კაკა სასტარტო შემადგენლობაში სულ მალე დაიმკვიდრებს ადგილს, რადგან "რეალი" არ არის იმ დონის კლუბი, რომ რიკარდოს დონის ვარსკვლავი სათადარიგოთა სკამზე იჯდეს."
"კვლავ და კვლავ ვუსურვებ მადრიდულ გრანდს წარმატებებს და "ელ კლასიკოს" რა თქმა უნდა დიდი ინტერესით ვუყურებ."
- 24 იანვარი 2012
- 3 020
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.