მორატას გადაბირებას "სევილია" ეცდება
ესპანეთში გავრცელებული ინფორმაციით, "სევილია" ზაფხულში ალვარო მორატას გადაბირებას ეცდება.
ფრედერიკ კანუტეს წასვლის შემდეგ, სევილიური მხარე შეტევითი ხაზის გაძლიერებას გეგმავს.ანდალუსიელებს მიაჩნიათ, რომ ამისათვის ახალგაზრდა კასტილიელი შესანიშნავი ვარიანტი იქნება.
სავარაუდოდ, მადრიდელებს 2012 წლის ზაფხულში მიმართავენ ოფიციალურად ალვაროს თაობაზე.
შეგახსენებთ, რომ 2009 წელს, "სევილიამ" კანტერანოსი ნეგრედო იყიდა 15 მილიონ ევროდ.
- 24 იანვარი 2012
- 1 651
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.