"ელ კლასიკოსთვის" მზადება გრძელდება
სამეფო კლუბის ფეხბურთელები "ელ კლასიკოსთვის" ემზადებიან.
დღევანდელ სავარჯიშო სესიაზე, მთავარი გუნდის 18 ფეხბურთელის გარდა, მოურინიოს განკარგულებაში ახალგაზრდა მოთამაშეები იყვნენ (ხესუსი, პარლა, პაია, დანი სუარესი, კამალი და სენე).
ტრავმირებულნი ხედირა და დიმარია, აღდგენითი ვარჯიშებით იყვნენ დაკავებულნი, ხოლო ლასი, პეპე და ლასანა სპეციალურ სავარჯიშოებს ასრულებდნენ.როგორც მოურინიომ აღნიშნა, ამ ფეხბურთელებს გარკვეული პრობლემები აქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება დანარჩენ მოთამაშეებს, ისინი 3 ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი და სხვადასხვა ვარჯიშებს ასრულებნდნენ.
- 24 იანვარი 2012
- 1 702
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.