მოუ: "შანსს აუცილებლად გამოვიყენებთ"

"ნოუ კამპზე" გასამართი "ელ კლასიკოს" წინ, ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა.

"რა თქმა უნდა, ნახევარფინალის საგზურის მოპოვების შანსი გვაქვს, და ვეცდებით მის გამოყენებას.პირველი მატჩის შემდეგ, ოპონენტი უფრო კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შემდეგ ეტაპზე გავიდეთ."

"ამ მომენტისათვის, ქვეყნის პირველობაზე 5 ქულიანი ჰანდიკაპი გვაქვს კლუბთან, რომელსაც ხალხი მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევს.როდესაც გუნდში მოვედით, ადგილი ჰქონდა ტრადიციების ერთგვა შელახვას.კარგად გვახსოვს, "კოპა დელ რეიდან" გამოთიშვები, დაბალი დივიზიონის გუნდების წყალობით.ჩვენ შარშანვე დაღი დავასვით ამას და გავხდით ჩემპიონები სამეფო თასზე.ანალოგიურის თქმა შეიძლება ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში "რეალი" მერვედ ფინალს ვერ სცდებოდა.ჩვენ მივაღწიეთ ნახევარფინალს და პლიუს ამას, წლეულს, საუკეთესო სტარტი გვაქვს ჯგუფურ ეტაპზე.ყოველივე ამის გათვალისწინებით, არ ვფიქრობ, რომ არასწორ გზაზე ვდგავართ."

"პეპე იმ შემთხვევაში ითამაშებს, მწყობრში თუ იქნება.აღსანიშნავია, რომ გრანეროსა და ლასს გარკვეული პრობლემები აქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.მოკლედ, ხვალ გვექნება ვარჯიში და ვინც უკეთ იქნება მზად, ის გამოვა სასტარტოში."

"ნამდვილად არ გამოვაცხადებ შემადგენლობას, რომელიც "ნოუ კამპზე" გამოვა.სიმართლე გითხრათ, ჯერ არც ვიცი რა სისტემით ვითამაშებთ.არაფრის თქმას არ ვაპირებ."

"ბარსელონას" თავისი სტილი და პრინციპები აქვს."

"ოთხს ქვეყანაში მიმუშავია და მინდა გითხრათ, რომ ყველანი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.ვფიქრობ, ამჟამად კარგი პერიოდი მიდგას კარიერაში."

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)