"კლასიკოზე" იოზილისა და კაკას ტანდემი

გამოცემა "ას"-ს ჟურნალისტის აზრით, ბილბაოს "ატლეტიკთან" დაპირისპირება, გენერალური რეპეტიცია იყო სამეფო თასის განმეორებითი დუელის წინ.

ბასკების წინააღმდეგ მოურინიომ სახეცვლილი შემადგენლობა გამოიყვანა.ესპანეთში არ გამორიცხავენ, რომ მოუ იმავე ფეხბურთელებს "ნოუ კამპზე" თამაშის შანსს მისცემს.ანუ საბოლოოდ ჯამში შემდეგ სურათს მივიღებთ: კასილიასის წინ, დაცვას, რამოსი, მარსელო, ვარანე და არბელოა გაამაგრებენ.საყრდენი ნახევამრცველის პოზიციაზე ალონსოსა და ლასის დუეტს ვიხილავთ.მიუხედავად იმისა, რომ ბილბაოს წინააღმდეგ გრანერომ დაიწყო პირველი წუთებიდან და ნამდვილად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ჟოზე მაინც გამოცდილ დიარაზე გააკეთებს აქცენტს.რაც შეეხება ნახევარდაცვას, 90 პროცენტით მოსალოდნელია იოზილისა და კაკას ტანდემის ხილვა.ალბათ, დამეთანხმებით, რომ ბოლო შეხვედრაში ბრაზილიელმაც და გერმანელმაც ნაყოფიერად ითამაშეს."ას"-ის შეფასებით, "ფლეიმეიქერები" კარგ კონდიციებში არიან და ურიგო არ იქნება მათი გამოყენება.სავარაუდოდ, რონალდუს მეწყვილე კვლავ ბენზემა იქნება.

ერთი სიტყვით, "ელ კლასიკოს" წინ ასეთ შემადგენლობას განიხილავენ ესპანელი ჟურნალისტები.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)