ნამდვილი "ელ კაპიტანო"



მოგეხსენებათ, 19 იანვარს, დასრულდა სეზონის რიგით მესამე და თუ ბოლოს წლების მიხედვით ვიმსჯელებთ ყველაზე მშვიდობიანი „El Clasico“. დაპირისპირება ესპანეთის ამ ორ უძლიერეს გუნდს შორის „ბარსელონას“ რიგით 86-ე გამარჯვებით დასრულდა და ბევრ კითხვას გასცა პასუხი.


      “ბარსელონას” უძლეველობაზე დიდი ხანია საუბრობენ და არცთუისე უსაფუძლოდ. ამაზე მეტყველებს მათი სტატისტიკა, შედეგები თუ ჯილდოები. მათი გულშემატკივრები, უბრალო ფეხბურთის მოყვარულები და უამრავი საფეხბურთო ფუნქციიონერიც კი არ იღლება „ბლაუგრანას“ ქებით და დიდებით. თავის მხრივ მადრიდელებს, პირიქით, კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდათ თავს, ამბობენ, რომ რონალდუ მაინც ვერ თამაშობს შესაბამის დონეზე, რომ მაურინიო ვერაფერს მოიგებს და ვერ შეძლეს „ბარსელონას“ ჰეგემონიიის დამხობას, თუმცა აღიარებენ რომ „რეალი“ მაინც ერთადერთია ვისაც ეს ხელ ეწიფება.

      კლასიკოს წინ მიმომხილველების მიერ „ბლანკოსის“ სასტარტო შემადგენლობის 7 სხვადასხვა ვარიანტი განიხილებოდა (აღსანიშნავია, რომ არცერთი არ დაემთხვა იმ შემადგენლობას, რომლითაც “რეალი“ ვიხილეთ ბერნაბეუზე), ხოლო „ბარსელონას“ დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი. საბოლოო შედეგი კი მაინც ბევრ რამეზე მეტყველებს. სანამ Special One „ბლაუგრანას“ კარის გასაღების პოვნას ცდილობს, კატალონიელები იმ თამაშს თამაშობენ რაც იციან და შედეგს შედეგზე აღწევენ.

      მოულოდნელობა იყო ალტინტპის ძირითად შემადგენლობაში გამოჩენა. მაგრამ ბევრისთვის უფრო მოულოდნელი იყო მისი კარგი თამაში. შეიძლება ვიღაცისთვის ის უბრალო რიგითი თურქია რეალში, მაგრამ ვერავინ გაექცევა იმ ფაქტს, რომ იგი უდიდესი გამოცდილების მქონდე ფეხბურთელია, რომლის მსგავსების დეფიციტიც რეალში ნამდვილად არის. უსაფუძვლო არ არის ვიფიქროთ ისიც, რომ მაურინიომ მარსელო ზუსტად იმიტომ არ დაყენა ძირითადში, რომ თამაშში ზედმეტი უხეშობისგან და დაძაბულობისგან თავი აერიდებინა, თუმცა ერთმა პეპემ იმდენი შეძლო, რომ მის ხულიგნობაზე და არასპორტულ საქციელებზე, საუბრობს ყველა ვისაც არ ეზარება. მოგვიანებით ინტერნეტში გავრცელდა პეპეს ვიდეო მიმართვა სადაც იგი ბოდიშს იხდიდა თავისი საქციელის გამო.




      თუმცა არ ვიცი რით ავხსნა ფაქტი, რომ ბალოტელის საქციელს, რომელიც კლასიკოდან რამოდენიმე დღის შემდეგ დაფიქსირდა „ტოტენჰემისა“ და „სიტის“ დაპირისპირებაში, ნაკლები გამოხმაურება მოყვა პრესაში. მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით უფრო ნათელ, განზრახულ და უხეშ ქმედებას ქონდა ადგილი.

ნამდვილი "ელ კაპიტანო"



      გავაგრძელებ თემას. საით მივდივარ და ამ ყველაფრის დედა აზრი ის არის, რომ რეალი ვერ ახერხებს „ბარსელონას“ დამარცხებას ვერც უხეშობით, ვერც ტექნიკურად და ვერც ინდივიდუალური შესაძლებლობებით. რჩება მხოლოდ ერთი - გუნდურობა, მაგრამ გუნდური თამაშის მსგავსიც კი არაფერი ჩანს ბოლო თამაშებში მოედანზე. მათ არ ყავთ ლიდერი ძირითად შემადგელობაში, ადამიანი ხასიათით, რომელიც თავს შესწირავს გამარჯვებას და პარტნიორებსაც აიძულებს იგივეს გაკეთებას. არც იმის თქმა შეიძლება, რომ ასეთი საერთოდ არ არის. გავბედავ და ვიტყვი, ერთი ასეთი ადამიანი გუნდთან ერთად გასახდელშია ხოლმე და თამაშის დროს აუტის ხაზიდან ეხმარება ფეხბურთელებს, ხოლო მეორე კარში დგას. მაგრამ მხოლოდ ამ ორ ადამიანს არ შეუძლია გავლენა იქონიოს სხვა 10 ფეხბურთელის თამაშზე, რომლებზეც მეტწილად არის დამოკდიებული მატჩის საბოლოო შედეგი.

ნამდვილი "ელ კაპიტანო"



      რონალდუ, რა თქმა უნდა, უდავოდ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ იგი უფრო ხასიათის მოთამაშეა და არ არის მიჩვეული ყველა თამაშში მხოლოდ თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლენას. ჩაბი ალონსო - ბრწყინვალე ჩამშლელი და ფეხბურთელი, რომლის გარეშეც დღევანდელი რეალი ალბათ ბევრისთვის და სახელდობრ ჩემთვისაც წარმოუდგენელია, თავისი გასაოცარი პასებით და შესანიშნავი თამაშის წარმართვის უნარით, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ მას ააქვს უსაზღვრო ტალანტი, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მარტო უძღვება რეალის ნახევარდაცვას. იგი არ ფლობს ქარიზმას და დიდ ავტორიტეტს. ბენზემა და იგუანი - ფორვარდები, რომლებიც დამოკიდებულები არიან სხვებზე, მათ უნდა მიაწოდო ბურთი. მათ გოლის გატანის გარდა იშიათად თუ გამოსდით რაიმე განსაკუთრებული. სერხიო რამოსი - საკმაოდ კარგი კანდიდატურაა, მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, გამოუცდელი და დროდადრო საკმაოდ არასტაბილურიც, იმისათვის, რომ თუნდაც ზემოთ ჩამოთვლილ ფეხბურთელებს რჩევები მისცეს და მათ წინ წაუძღვეს. ზუსტად აქ იმალება „რეალის“ უმთავრესი პრობლემა და ფულით მისი გადაწყვეტა ძნელად თუ არის შესაძლებელი. ბლანკოსს აკლია ხერხემალი, რომლის საშუალებით აღწევენ შედეგს გრანდები.

      „ბარსელონაში“ არიან პუიოლი, ხავი, ინიესტა, მესი; „მანჩესტერ იუნაიტედში“ - რუნი, ვიდიჩი, ნანი, ფერდინანდი და გიგზი; „ინტერში“ მსგავს ფეხბურთელებად შეგვიძია დავასახელოთ ძანეტი, კამბიასო, ჟულიო სეზარი და უესლი სნაიდერი, ჰოლანდიელის გარდა ყველა ზევით ჩამოთვლილი ფეხბურთელი თავის გუნდში უკვე 5 წელზე მეტი არიან და ზუსტად ისინი ითვლებიან ამ გუნდების წამყვან ფიგურებად, ახლა შევხედოთ „რეალს“ და ვნახოთ თუ ვის ააქვს მსგავსი შედეგი. ასეთები არიან მხოლოდ კასილასი, რამოსი, მარსელო და იგუანი და ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ორ უკანასკნელს ძირითადში ადგილიც კი არ ააქვს გარანტირებული. რომელ თამაშზე შეიძლება მიდიოდეს საუბარი, როდესაც გუნდში არ არის მსგავსი სისტემური ფეხბურთელი, რომელიც სხვას ასწავლსის თუ რა უნდა ქნას. ასეთი ფეხბურთელი არ მოიძებნება არც აკადემიაში და არც სატრანსფერო ბაზარზე. გუნდი ახალგაზრდაა, ალბათ მსგავსი ფეხბურთელი აუცილებლად ჩამოყალიბდება ამ ფორმაციის „რეალში“ და შეიძლება არც აღარვის ყიდვაა საჭირო, მაგრამ ამ ყველაფერს დრო უნდა, რომლითაც „სამეფო გუნდი“ ვერ დაიკვეხნის, მითუმეტეს იმ თანხების გათვალისწინებით რაც დღევანდელ „რეალზე“ იხარჯება, ვფიქრობ რომ შედეგის მომენტალურად მოთხოვნა, არცთუისე აზრსმოკლებულია.

      ალბათ კითხვის დროს არაერთხელ გაგიელვათ თავში ერთმა კითხვამ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ახლა უკვე მიხვდით თუ რატომ ქვია სტატიას „ნამდვილი „ელ კაპიტანო“, მიუხედავად იმისა რომ ბლანკო სტატიაში ნახსენები საერთოდ არ არის..

      არ ვიცი ბოლოს, რა ვთქვა და რით დავამთავრო, ორგვაროვანი შთაბეჭდილება მრჩება დღევანდელი „რეალისგან“. არის თამაშები, როდესაც ვფიქრობ ამ გუნდს ყველაფერი შეუძია, მაგრამ შემდეგ გამოჩნდება ხოლმე „ბარსელონა“ და ამ ყველა ფიქრს ანიავებს. ვფიქრობ დღევანდელ რეალს ყველაზე მეტად ტიტულები ჭირდება ნებისმიერ ფასად, რაც ფეხბურთელებს იმის რწმენას მისცემს რომ „მათ შეუძიათ!“ და თითქმის დარმწუნებული ვარ რომ ის თამაში და ის სტაბილურობა, რასაც ჩვენ ამ გუნდისგან ვითხოვთ, ამ ყველაფერთან ერთად აუცილებლად მოვა!



P.S. ძალიან დიდი ბოდიშს გიხდით შესაძლო გრამატიკულ შეცდომებზე და თუ შეამჩნევთ დატოვეთ კომენტარებში და აუცილებლად შევასწორებ..

  • khmala
  • 24 იანვარი 2012
  • 3 357
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)