მოურინიო: "ბერნაბეუზე ლეგენდებსაც უსტვენდნენ"
ჟოზე მოურინიომ "ატლეტიკის" დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
"საშიში არაფერი მომხდარა.ჩემთვის სტვენა პრობლემას არ წარმოადგენს.მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია "პორტუში," "ჩელსისა" და "ინტერში," მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი პირველად ხდება.გაინტერესებთ, რთულია თუ არა ეს ყველაფერი? ჩვენ ვითამაშეთ და მოვიგეთ."
"ბერნაბეუზე" სხვადასხვა დროს უსტვენდნენ ზიდანს, რონალდოსა და რონალდუს და მე რატომ არ უნდა დამისტვინონ? ჩემს მიერ ჩამოთვლილმა მოთამაშეებმა ქომაგების უკმაყოფილებას გოლებით უპასუხეს, ხოლო მე შედეგით ვუპასუხებ."
"ჩელსიში" რთული იქნებოდა სტვენის მიღება, მაგრამ მადრიდში, სადაც ლეგენდებს უსტვენდნენ, ვინ ვარ ასეთი, რომ ჩემს მიმართ არ შეიძლებოდეს სტვენა?"
"მე მადრიდისტად არ დავბადებულვარ.მე ვარ პროფესიონალი, რომელიც მუშაობს კლუბში.გუნდის მესვეურებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ისინი ხომ ქომაგების ინტერესების გამზიარებლები არიან.მათთან ფენომენალური ურთიერთობა მაკავშირებს."
"მადრიდში მუშაობის ჟამს, პირველად ვლიდერობ 5 ქულიანი ჰანდიკაპით.ჩვენ მოვახერხეთ ჩემპიონთა ლიგაზე 1/8 ფინალის საგზურის მოპოვება.წინ კოპა დელ რეის განმეორებითი დუელი გველოდება.გამოვარდნის შემთხვევაში, შემდეგ ეტაპზე გადის "ბარსელონა" და არა "ალკორკონი."ამ ეტაპზე რთული პერიოდი ჩვენ კი არა, ოსკარ რიბოს აქვს ("რეალისა" და მოურინიოს პრეს-ატაშე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ მამა გარდაეცვალა.გუშინდელი მატჩი სწორედ ამ ფაქტის გამო დაიწყო წუთიერი დუმილით - ავტ.)."
"ჩემს გადაწყვეტილებებს არ განვიხილავ მოთამაშეებთან.მეტიც, მატჩების წინ დახურული შეკრებები გვაქვს."
"მე ვარ მწვრთნელი და თავს ვალდებულად არ ვთვლი ჩემი გადაწყვეტილებები ავუხსნა პრესას.უკვე ვთქვი, რომ მარცხს ერთი მამა ჰყავს, ხოლო გამარჯვებას კი მრავალი.დღეს, ასეთი მამები ბევრნი გვყავს."
"ატლეტიკთან" სათადარიგო სკამი არ მიმიტოვებია, იმიტომ რომ გუნდი კარგად თამაშობდა.ყოველთვის გამოვცხადდები პრესკონფერენციაზე, წაგების შემდეგ."
"პირველ ნახევარში, მეტოქის ბწრყინვალე თამაშმა პრობლემები შეგვიქმნა.მთელი მატჩის განმავლობაში მქონდა განცდა, რომ აუცილებლად მოვიპოვებდით 3 ქულას."
- 23 იანვარი 2012
- 4 330
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.