"რეალი" - "ატლეტიკი" [პრევიუ]
მაშ ასე, მადრიდის "რეალი" დღეს "ლა ლიგის" პირველი ტურის გადადებულ შეხვედრას გამართავს ბილბაოს "ატლეტიკთან". "ბლანკოსი" ამ შეხვედრას რამდენიმე საინტერესო და დადებითი სტატისტიკით ეგებება. "მერენგებმა" "პრიმერას" მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მეტი - 15 გამარჯვება მოიპოვეს(18 მატჩში) და ყველაზე მეტი - 63 გოლი გაიტანეს(საშუალოდ 3.5 მატჩში). გარდა ამისა, "თეთრების" "შვიდიანი" ბომბარდირთა ცხრილის სათავეშია, კრიშტიანოს 21 გოლი აქვს გატანილი.
18 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ გავეცნოთ ორივე გუნდის სატურნირო მდგომარეობას. მადრიდის "რეალმა" 46 ქულს მოუყარა თავი და 5 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ, "ბარსელონას". რაც შეეხება ბასკურ გუნდს, "ატლეტიკი" ამჟამად 26 ქულის პატრონია და მეექვსე ადგილს იკავებს. ორივე გუნდს მიმდინარე სეზონში განსხვავებული, მაგრამ დიდი მიზნები აქვთ - "რეალს" ჩემპიონობა, ხოლო "ატლეტიკს" ევროსარბიელზე მოხვედრა...
ყურადღება "ბერნაბეუზე" გამართულ ამ ორ გუნდს შორის შეხვედრებზე გავამახვილოთ. სულ კასტილიურ-ბასკური დაპირისპირება მადრიდში 80-ჯერ შედგა. ცხადია, სამეფო კლუბი დიდ უპირატესობას ფლობს - 52 მოგება, 15 ფრე და 13 წაგება. ბურთების შეფარდება კი 196-92-ზე გახლავთ რაღა ტქმა უნდა, "რეალის" სასრგებლოდ. აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 შეხვედრაში, მადრიდისტებმა ყველა მოიგეს, ბურთების შეფარდება კი 18-5-ზეა. უკანასკნელი მატჩი "ბერნაბეუზე" "ინჩასების" საყვარელი გუნდის გამარჯვებით - 5-1 დასრულდა.
ჟოზე მოურინიომ ამ მატჩისთვის 20 ფეხბურთელს უხმო, აქედან 19 პირველი გუნდიდანაა, ხოლო ერთიც "კასტილიიდან" - მეკარე ტომას მეხიასი. არის დანაკლისიც, ტრავმის გამო მატჩს გამოტოვებენ ანხელ დი მარია და სამი ხედირა, ხოლო სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილების გამო რიკარდო კარვალიო და ნური შაჰინი. რაც შეეხება ბასკურ მხარეს, ბიელსას გუნდში მნიშნელოვანი დანაკლისი არ არის. "ატლეტიკის" ყველა ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაშია, აგრეთვე ისინი საკმაოდ კარგად თამაშობენ გასვლაზე, ყოველივე აქედან გამომდინარე კი დღეს, საკმაოდ დიდ ორთაბრძოლას უნდა ველოდთ...
- 22 იანვარი 2012
- 1 658
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.