მოურინიო : "ბილბაო ბოლომდე იბრძოლებს"
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ბილბაოს "ატლეტიკთან" შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა...
"ბილბაოს ატლეტიკს ბრწყინვალე კოლექტივი ჰყავს და მათთან თამაში არცერთ გუნდს არ უადვილდება, რადგან ბასკები თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე იხარჯებიან, მათი ამჟამინდელი პოზიცია ნამდვილად დამაკმაყოფილებელია და დარწმუნებული ვარ ურთულესი დაპირისპირების გადატანა მოგვიწევს, მეტოქე უბრძოლველად არაფერს დათმობს, ამიტომ საჭიროა მაქსიმალური მონდომება."
"ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რა ანგარიშითაც არ უნდა დასრულდეს ბასკებთან შეხვედრა, ყველა ვარიანტში ლიდერობას შევინარჩუნებთ, ეს კარგია, მაგრამ რა თქმა უნდა გამარჯვებისთვის უბდა ვიბრძოლოთ. ფეხბურთში უამრავი პრობლემაა და ყველაფერს თავისი თავისებურება ახასიათებს, სამეფო თასის შეხვედრის შემდეგ დათრგუნული ვიყავი, მაგრამ მალევე მოვეგე გონს და გავაცნობიერე, რომ წინ უამრავი შეხვედრაა, რომელშიც წარმატების მიღწევის გარეშე პირველ ადგილს დავემშვიდობებით, ამიტომ ვაგრძელებთ სრული დატვირთვით ვარჯიშს, ჩემ ფეხბურთელებს ყოველთვის დავიცავ, გამარჯვებას დავუფასებ, დამარცხების შემთხვევაში კი ყველაფერს ჩემ თავზე ავიღებ, რადგან შეგირდების ფსიქოლოგიურ წნეხში მოქცევა დამღუპველია."
"2012 წლის პირველი თვე ძალიან დატვირთული გვაქვს, რაც გუნდზე თავისთავად ახდენს ზეგავლენას, არცერთი მეტოქე იოლი არ გვყავდა. ჯერ იყო მალაგა, რომელიც მნიშვნელოვან პროგრესს აჩვენებს, შემდეგ მალიორკელებთან გამართული ურთულესი დაპირისპირება და ბოლოს "ელ კლასიკო" , რომელშიც სამწუხაროდ დავმარცხდით, მაგრამ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და თამაში გავაუმჯობესოთ, "ატლეტიკთან" იძულებულები ვართ მოვიგოთ."
"იკერი ბილბაოსთან მე-600 შეხვედრას გამართავს, ნამდვილად მისალოცი ფაქტია, ჩვენი კაპიტანი გუნდის ნამდვილი ლიდერია."
"პეპე გუნდისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, პორტუგალიელ მოთამაშეს ბრწყინვალე თამაში შეუძლია, ხანდახან შეცდომას ყველა უშვებს და საბოლოო შედეგსაც იღებს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ კლეპერი ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს."
"პეპემ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დანაშაული გამოესყიდა, საჯაროდ ბოდიშის მოხდა ნებისმიერი ადამიანის მხრიდან სინანულს ნიშნავს, ჩემმა შეგირდმა საკუთარი შეცდომა აღიარა და ამით ყველაფერია ნათქვამი, არ შეიძლება ადამიანებზე ასეთი ზეწოლა, გაიხსენეთ არც "რეალის" მოთამაშეებს ექცევიან ლოიალურად თამაშის დროს."
- 21 იანვარი 2012
- 2 932
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.