"კასტილია" - "კონქუესე" [პრევიუ]
მადრიდის "რეალის" სარეზერვო გუნდს უკვე თითქმის ერთი თვეა საშინაო არენაზე შეხვედრა არ გაუმართავს, თუმცა ალბერტო ტორილის შეგირდებმა უკვე ორჯერ ითამაშეს მიმდინარე წელს და ორივე მათგანში გამარჯვებას მიაღწიეს, ცხადია, საუბარია გასვლით შეხვედრებზე. "თეთრების" ხვალინდელი მეტოქე კი "კონქუესე" გახლავთ.
სიახლე არის განაცხადშიც, ტრავმის შემდეგ გუნდს დაუბრუნდნენ პაბლო გილი, მენდეში, ალექსი და ხოსელუ. აგრეთვე, ტორილმა პირველი გუნდის მეკარე, ტომას მეხიასიც გამოიძახა. სამწვრთნეო შტაბის გადაწყვეტილებით მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ლუკასი, ივან გონსალესი და რაულ რუისი. არიან დაშავებულნიც: ზამორა და მარტინესი.
რაც შეეხება გუნდების სატურნირო მდგომარეობას, 20 ტურის შემდეგ "კასტილია" 43 ქულით "სეგუნდა ბ"-ს ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს. "კონქუესე" კი ჩემპიონატის აშკარა აუტსაიდერია და ჯერ-ჯერობით მხოლოდ 16 ქულა აქვს, შესაბამისად მეცხრამეტე ადგილსაც იკავებს. გამომდინარე იქიდან, რომ "კასტილია" საშინაო შეხვედრებს ძალიან კარგად ატარებს და "კონქუესეც" სუსტი მეტოქეა, ძნელად სავარაუდო არ არის, რომ "თეთრები" მორიგ სამ ქულას ჩაიწერენ აქტივში.
- 20 იანვარი 2012
- 1 583
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.