ზიდანის ინტერვიუ

არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ზიდანს პრესასთან ურთიერთობა არ უყვარს. ყველას გასაოცრად პირველი გუნდის დირექტორმა ინტერვიუ ჩაწერა გამომცემლობა AS-თან. ეს მისი სურვილით მოხდა. მას სურდა პასუხი გაეცა იმ კრიტიკის ქარცეცხლის გამო, რომელიც სამეფო გუნდის მიმართ ისმოდა ”ბარსელონასთან” მორიგი მარცხის შემდეგ.

ჩვენ ვიცით, რომ არ გიყვართ პრესასთან ურთიერთობა. რატომ გადაწყვიტეთ AS-ს ჟურნალისტებთან გასაუბრება?

მე სრულიად არასამართლიანად მომეჩვენა ყველა ის კრიტიკა, რომელიც სამეფო თასის პირველი შეხვედრის შემდეგ ”მადრიდის რეალს” , მის მწვრთნელს და მის ფეხბურთელებს დაატყდათ თავს. არ მესმის კრიტიკის, რომელიც მოურინიოს მიერ არჩეულ სათამაშო სქემას ეხებოდა. ნებისმიერი სქემის არცევა შეიძლება, მაგრამ რას იზამ, როცა მოწინააღმდეგედ გყავს გუნდი, რომელიც მოცემულ მომენტში შენზე ერთი ნაბიჯით წინ დგას. შესვენებისთვის ”მადრიდის რეალი” 1:0 ანგარიშით იგებდა, ყველანი კმაყოფილები იყვნენ, იმიტო რომ ჩვენ ვიყავით წინ. მოედანზე ვიყავი და არავისგან გამიგია ერთი კრინტიც კი, რაც მწვრთნელის მიერ არჩეულ სქემას შეეხებოდა. თამაშის წინ ყველა იმით იყო დაკავებული, რომ ”მადრიდის რეალის” სასტარტო შემადგენლობა გამოეცნოთ, ხოლო პირველი ნახევრის შემდეგ უკვე ჩუმად ისხდნენ, ვინაიდან ამჩნევდნენ, რომ ყველაფერი ფუნქციონირებს. შემდეგ ჩვენ დავუშვით შეცდომა და გავუშვით გოლი სტანდარტული სიტუაციისგან. ამან ჩვენზე ცუდად იმოქმედა.

პირდპაირ ვთქვათ, გამოუსწორებელი შეცდომები, რომელიც დაუშვა გუნდა, რომელიც ვარჯიშობს დახურული კარებს მიღმა. ვალდებაბასი სწორედ იმისთვისაა, რომ ასეთი სათამაშო სიტუაციები განიხილო!

ჩვენ ძალიან ცოტას ვჲშვებთ სტანდარტული სიტუაციებიდან. შეგიძლიათ სტატისტიკას გადახედოთ, ის მართლაც რომ პოზიტიურია. მოთამაშეებმა, მწვრთნელმა, მოკლედ ყველამ ამის შესახებ იცის. დიახ, ჩვენ დავუშვით შეცდომა. ყველა გრანდს მოსდის ისეთი შეცდომები, რომლებიც დიდ ზიანს აყენებენ გუნდს, მაგრამ პირადად მე ყველაზე მეტად გულზე მომხვდა სათამაშო სქემაზე შეტევები. ვშიშობ მსოფლიოში არცერთ მწვრთნელს არ შეუძლია გამოიცნოს, თუ როგორი სქემა არის ”ბარსელონას” დასამარცხებლად ყველაზე ეფექტური.

მაგრამ თქვენ ხომ - თვით საფეხბურთო ელეგანტურობა ხართ... თქვენ ხომ არ აპირებთ იმის თქმას, რომ ასეთი სტილის თამაშს მიზანშეწონილად თვლით?

მე არ გეთანხმებით. დადგა დრო, როცა ერთადერთი სილამაზე ფეხბურთში ეს მოგებაა. პირველ რიგში, ჩვენ ყველანი აქ იმიტომ ვართ, რომ მოვიგოთ, მოვიგოთ და კიდევ ერთხელ მოვიგოთ. რა თქმა უნდა, ისეთი კლუბი, როგორიც ”მადრიდის რეალია”, საჭიროებს სილამაზეს, მაგრამ ამ ეტაპზე, უძლიერეს მეტოქესთან სათამაშოდ აუცილებელია გარკვეული წინაპირობის შექმნა მოსაგებად. ოთხშაბათს ჩვენ ვთამაშობდით სამი უძლიერესი თავდამსხმელით. რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიქმნია ათასი მომენტი, მაგრამ გვქონდა თამაში და ჩანაფიქრი.

მაგრამ შეიძლება ”მადრიდის რეალში” ასე თამაში?

და რატომ ფიქრობთ რომ არა? რატომაც არა? დროდადრო თვით ”მადრიდის რეალმაც” უნდა დააყენოს შედეგი პირველ რიგზე და ”მადრიდის რეალს” აქვს უფლება თქვას: ”დღეს უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მოვიგოთ, ამის გამო სხვა რაღაცეების დათმობაც შეიძლება”. ეს ხდება არამარტო ფეხბურთში, არამედ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. ზოგჯერ გჭირდება რომ სპეციალური ტანსაცმელი ჩაიცვა და ჩახვიდე მიწის ქვეშ და შეასრულო შავი სამუშაო. ოთხშაბათს გუნდის ტაქტიკა მიმართული იყო იქითკენ, რომ ნაკლები აკონტროლე და იპოვე სხვა გამოსავალი.

და ეს ბოჭავს ფეხბურთელს? თქვენ ასეთ თამაშს მიიღებდით?

რას ნიშნავს ”მივიღებდი თუ არა”? კითხვა ასე არ უნდა დაგესვათ. ჩვენ განსაზღვრული სქემით ვთამაშობთ და მან თავისი როლი ითამაშა პირველ ნახევარში. სიღრმიდან კარიმის შესანიშნავი გადაცემა, კრიშტიანოს შესანიშნავი დარტყმა და გოლი. ჩვენ წინ ვიყავით. ”მადრიდის” სიძლიერე მდგომარეობს მის უნარში ითამაშოს კონტრშეტევებზე. ჩვენ არ ვაპირებთ უარი ვთქვათ ამ ძალაზე.

თქვენ ნამდვილად შეწუხებული ჩანხართ, უფრო სწორად რომ ვთქვათ აღშფოთებული...

მე უბრალოდ არ მესმის ის, რომ რამოდენიმე ადამიანი პრესაში ”მადრიდს” აკრიტიკებს, სინამდვილეში კი მათი უმთავრესი მოტივატორი მოურინიოსთან პირადი ანგარიშებია. როგორ შეიძლება საერთოდ ილაპარაკო მწვრთნელის ცვლილების აუცილებლობაზე? ჩვენ რა გიჟებს ვგავართ თუ? გაგვიმართლა, რომ საკუთარ გუნდში მოურინიო გვყავს, მწვრთნელი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა და რომელიც უფრო ძლიერ ”მადრიდს” აშენებს. მოურინიოზე და ფეხბურთელებზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას ”მადრიდზე”. ხშირად ვარ ვალდებაბასზე და საკუთარი თვალით ხშირად მინახავს, როგორ მუშაობენ ფეხბურთელები. მოურინიო ცდილობს გააკეთოს ისე, რომ ”მადრიდი” უფრო კარგად იყოს და იმარჯვებდეს ყოველთვის. მან ჩვენს გუნდში განსაკუტრებული სტილი მოიტანა. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ ყველანი როგორი ჩართულები ვართ ამ პროექტში. მათ შორის ფეხბურთელებიც.

დარწმუნებული ხართ, რომ ეს ყველას ეხება?

რა თქმა უნდა. მაღიზიანებს, როცა ასე აგრესიულად ესხმიან თავს ჩვენს ფეხბურთელებს. ისინი იმსახურებენ პატივისცემას იმისთვის, რასაც აკეთებენ.

იცავთ რა ფეხბურთელებს, თქვენ იცავთ მოურინიოსაც. რატომ?

იმიტომ რომ მოურინიო ამზადებს საფუძველს გამარჯვებისთვის. ყურადღებით დააკვირდით გუნდის სტატისტიკას მას შემდეგ, რაც მოურინიო მოვიდა. ეს შეუფასებელია. ყველაფერი ეს შეუფასებელია და ის ყველაფერი ამის მთავარი მიზეზია. ვიღაცეებს ეჭვი ეპარებათ მის სიყვარულში ”მადრიდისადმი” და ამბობენ, რომ ის აქ მხოლოდ ორი წლითაა მოსული, რის შემდეგაც წავა. სიმართლე გითხრათ, მე მირჩევნია მწვრთნელმა ორი-სამი წელი იმუშაოს და რაღაცას მიაღწიოს, ვიდრე იყოს აქ მთელი ათი წელი და ვერაფერი ვერ ქნას. ტავად განსაჯეთ: ”ინტერში” მან ორი წელი იმუშავა , მაგრამ როცა საუბარი იმ პერიოდს ეხება, ის გუნდს ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენებს.

რას იტყვით პეპეს საქციელზე ”ბარსასთან” შეხვედრაში?

პეპე-ფეხბურთელია, რომლის შესახე მოედნის გარდა, არაფერი არ ვიცით. ის შესანიშნავი ბიჭია, ძალიან აღზრდილი ადამიანი, მაგრამ როცა ის მოედანზე გამოდის, ის მთლიანად თამაშითაა შეპყრობილი და მომართულია გამარჯვებაზე, სწორედ ეს მომართულობა განაპირობებს მასეთ შეცდომებს. რა თქმა უნდა, ის ნანობს იმას, რაც გააკეთა, მაგრამ პეპე იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც მოედანზე ბოლომდე იხარჯებიან.

ვიღაცამ თქვა , რომ პეპე ”მადრიდის რეალის” იმიჯს არცხვენს და გუნდს არ შეეფერება... ამაზე რას იტყვით?

მე მინდა ამ ადამიანებს ვუთხრა, რომ კარგი იქნება, თუ დაუკვირდებიან, რას აკეთებს პეპე ”მადრიდისთვის”. როგორც სხვა დანარჩენი ჩვენი ფეხბურთელებუ, პეპე აცნობიერებს, რას წარმოადგენს ”მადრიდის” იმიჯი და ამიტომაც უფრთხილდება მას. როცა მოედანზე გამოდიხარ, დაძაბულობა ყველაზე და ყველაფერზე აისახება.

როდის შეწყდება მოურინიოს ”მადრიდის” კრიტიკა?

ფეხბურთში, როგორც ცხოვრებაში, ყველაფერი ციკლურად ხდება, ასე რომ სიტუაცია აუცილებლად შეიცვლება. ამჟამად მე ვლაპარაკობ ისე, როგორც ვილაპარაკებდი ფეხბურთელობისას. მე არასამართლიანად მიმაჩნია ის, რომ ასე გაძიერებულად აკრიტიკებენ ამ მწვრთნელს და ფეხბურთელებს. ყველაფრის ერთბაშად დავიწყება და ყველაფრისთვის ხაზის გადასმა არ შეიძლება. ისინი, ვინც იძახიან, რომ მესი და ”ბარსას” სხვა ფეხბურთელები ვერ იდგნენ მოწოდების სიმაღლეზე, უნდა აცნობიერებდნენ, რომ ეს მოურინიოს სქემის დამსახურებაა.

  • shvela
  • 20 იანვარი 2012
  • 5 060
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)