ჭკვიანმა კაცმა თქვა....
სულაც არ მინდოდა რამე სტატიის დაწერა, მაგრამ რაც აქ და კიდევ სხვაგან ნაწერებს და ”შედარებებს” გადავხედე , ჩემი გუშინდელი დღიდან გამომდინარე, გამოშტერებული თვალები კიდევ უფრო გამომიშტერდა. რა უნდა თქვა - არც არაფერი, მარტივი მიზეზის გამო...
დიახ , სამწუხაროდ ასეა... ისე არ მიიღოთ, თითქოს მე ვინმეს ან რამე საქციელს (თუ მაგას საქციელი ქვია) ვამართლებდე.. არა, მე დღეს სულაც არ ვაპირებ აქ ფეხბურთზე წერას და იმის თქმას , რაც ისედაც ნათელია... მე დღეს მინდა, იმაზე დავწერო ჩემი პატარა სტატია, რაც ამ თამაშს მოყვა... მოყვა რა , ყოველთვის ეგრე ხდება, მაგრამ ეს ”ელ კლასიკო” , თავისი თამაშის შემდგომი კომენტარებით, ნაწერებით, უპრიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ ნაჯღაბნებით, განსაკუთრებული იყო... ”ელ კლასიკო”, როგორც წესი სხვა მხრივ უნდა იყოს განსაკუთრებული, მაგრამ ქართველებს ხო სხვანაირი და ჩვენებური განსაკუთრებულობა გვიყვარს...
განსაკუთრებული იყო თავისი შედარებებით... ადარებდნენ ყველას და ყველაფერს... ამავდროულად კი არ უკვირდებოდნენ რას და ვის ეხებოდნენ... არც ჩემთვის არაა სანტიაგო ბერნაბეუ ახლობელი და არც ნებისმიერი ამის წამკითხველი ქართველისთვის... არც ”სანტიაგო ბერნაბეუ”-ს მოედანია საქართველოში და არც ”მადრიდის რეალი” და ”ბარსელონა” არიან ქართული გუნდები , რომ მაგის გამო ერთმანეთს ჭამა დავუწყოთ (როგორც წესი, ისევ წარსულიდან გამომდინარე ვიძახი, ქართველები იმითაც ვართ ცნობილი , რომ იმის გამო, რაც ჩვენ არ გვეკუთვნის და არც არასდროს გვეკუთვნოდა ვჭამთ და ვხოცავთ ერთმანეთს), მითუმეტეს ქართველისთვის ისეთ წმინდა ადამიანს და ხატს შეეხო, როგორიც დედაა... არა, სულაც არაა მასე , მაგრამ მიუხედავად ამისა ქართველებს სიძულვილიც განსაკუთრებული შეგვიძლია და სიყვარულიც... სიძულვილი და სიყვარული არა შინაგანად და ყველანაირად ჩვენისა, არამედ იმისი, რაც სხვას ეკუთვნის... ერთი კითხვა, რომელიც ნებისმიერ გაუჩნდება:
პასუხია არა... ამ პასუხის დადასტურებას ნუ მომთხოვთ, იმიტომ რომ იმის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს... ელემენტარულს გეტყვით, შეხედეთ-მოედანზე დასწრებას და მიხვდებით რაზეც ვლაპარაკობ. აქაც , სხვა ვებ-გვერდებზეც რამდენი ხალხიცაა დარეგისტრირებული და რამდენი ხალხიც წერს კომენტარებს იმათი ნახევარი მაინც, რომ დადიოდეს არ მოუწევთ ჩვენ გუნდებს იმაზე წუწუნი, რომ ხალხი არ გვყავს მოედანზეო.
მოკლედ სხვას ვწერდი და სხვაგან წავედი... შედარებები ვახსენე ზემოთ და ისიც ვთქვი, რომ ვადარებთ ყველას და ყველაფერს... დილით ჩემი FaceBook-ი გავხსენი და ერთ-ერთს დიდის ამბით ქონდა გაზიარებული (და-”share”-ებული) სტატია, რომლის სათაურის გამეორებაც არ მინდა... არ შეიძლება იმის გამო, რომ ვინმეს ვიღაც, რომელიღაც გუნდი, გუნდის ფეხბურთელები არ უყვარს, ესეთი რამე დაწერო და ესეთი შედარება გააკეთო... უცოდინრობას/უვიცობას დავაბრალო ? ... არ ვიცი, თავად ავტორმა განსაჯოს, რამდენად მართალი იყო მისი დაწერილი... მაგრამ , მაგრამ საქმე იცით რაშია? მაგ სტატიაზე ზღვა კომენტარები იყო დაწერილები და უმრავლესობას დიდი მადლობები ქონდა გამოცხადებული ავტორისთვის... პირადად არავის არ ვეხები, მაგრამ ნუთუ ამდენი ხალხი ვერაფერს ვერ ხედავდა მაგაში რბილად რომ ვთქვათ ცუდს? ... თავად განსაჯეთ...
უცოდინრობა და უვიცობა ვახსენე , ასეთებისთვის კი ორიოდე სიტყვას გეტყვით, ვინ იყო სანტიაგო ბერნაბეუ და ვის სახელს ატარებს ”მადრიდის რეალის” სტადიონი... იქნებ მერე მაინც შეუშვათ მაგ თავში რამე... რომ გაიძახით და ყვირით , თავს იკლავთ და ისე ამტკიცებთ ფრანკოს რეჟიმს ერთადერთი მარტო კატალონია და ”ბარსელონა” ებრძოდაო (ეგ საკითხავი მართლა ებრძოდა თუ არა) , ის მაინც თუ იცით, რომ სწორედ სანტიაგო ბერნაბეუ იყო ერთ-ერთი ადამიანი , ვინც ღიად უპირისპირდებოდა რეჟის... მარტო ის რად ღირს, რომ ამ პიროვნებამ სტუმრად მიიღო , საპატიო ჯილდო გადასცა ( თუ არ ვცდები ისრაელის პრეზიდენტი იყო) ადამიანს, რომელიც უბრალოდ სძულდათ ფრანკოს რეჟიმის ხალხს და სწორედ ამ საქციელის გამო, მერე გუნდს უდიდესი პრობლემები შეუქმნეს... ის იყო ადამიანი, რომელიც რეჟიმს ახლოსაც არ აკარებდა თავის გუნდთან და ამის გამო გუნდი ზარალდებოდა... უამრავი მაგალითია იმის, რისი აღნიშვნაც შეიძლება, რაც ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომაც თავს შევიკავებ ამისგან...
თქვენი ჟურნალისტობისა და ენამოსწრებულობისა მე არაფერი არ ვიცი , მაგრამ ჯერ არცერთ უცხოურ, ქართულ ჟურნალისტს , ბლოგერს და ა.შ. არ მოუხსენებია სტადიონი, რომელსაც ასეთი დიდი ადამიანის სახელი ქვია, ზოოპარკად... ენას ძვალი არ აქვს, დღეს ყველას ყველაფერი შეუძლია დაწეროს და თქვას, მაგრამ თავი იმისთვის აქვს, რომ ცოტა უნდა გიჭრიდეს მაინც გონება... კიდევ ერთხელ მაგრამ... სწორედ რომ, მაგრამ ბევრს მაგ თავისთვის სრულიად სხვა დატვირთვა აქვს მინიჭებული დღეს...
ემოციას დავაბრალო?!... ვერ დავაბრალებ, იმიტომ რომ არ გავს ის კარგ ემოციაზე ყოფნის დროს დაწერილს (კარგზე უნდა იყვნენ წესით ეს ბოლო წლები ”ბარსელონას” ქართველი გულშემატკივრები)...
მოკლედ, ვერაფერს ვერ დააბრალებ გარდა...
თავიდანვე ვთქვი, რომ ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვათქო.... ყველას გაუჩნდება კითხვა რა თქვა მაინც მაგ ჭკვიანმა კაცმა?
და ამასთანავე ნათქვამია:
ვულგარულად ჟღერს არა? სწორედაც რომ მასეა, მაგრამ შეესაბამება იმას...
პ.ს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე არ ვცდილობ გავამართლო ”მადრიდის რეალის” ფეხბურთელების საქციელი (საქციელიც არ ქვია მაგას), მაგრამ მაგის სხვანაირად გამოხატვის საშუალებაც იყო და არის.. ქართული ენას სიტყვათა უმდიდრესი მარაგი აქვს და არ შეიძლება მათგან ყველაზე უარესი აარჩიო... თუ ტვინი არ გიჭრის , შეგიძლია უბრალოდ არ თქვა და არ დაწერო, უბრალოდ მოისმინო, იმიტომ, რომ ზოგჯერ მოსმენა და კითხვა ჯობია, ლაყბობას და ჯღაბვნას...
- 20 იანვარი 2012
- 5 461
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.