ბენზემას, გრანეროს, კარვალიოსა და რამოსის კომენტარები
ქარიმ ბენზემა:
""ბარსელონა" უდიდესი კლუბია და მათ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. საჭიროა, ბოლო წუთამდე იბრძოლო. პირველ ტაიმში ასეც გავაკეთეთ. ეს მარცხი ტრაგედია არ არის, რადგან ორმატჩიანი დუელია და ბარსელონაში მხოლოდ მოსაგებად ჩავალთ."
ესტებან გრანერო:
"ეს მარცხი ძალზედ მტკივნეული იყო, რადგან საკუთარ კედლებში ვთამაშობდით. რთული მატჩი გველის ბარსელონაში, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ. მიხარია, რომ გულშემატკივარი ასეთ მძიმე დღეებშიც გვერდში გვიდგას. ახლა კი, მხოლოდ "ატლეტიკთან" მატჩზე ვართ გადართულნი."
რიკარდო კარვალიო:
"პირველ ტაიმში ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ მეორე ნახევარში პუიოლის გოლმა რადიკალურად შეცვალა მატჩის მიმდინარეობა და მთლიანად "ბარსას" სასრგებლოდ წარიმართა. მეტოქემ ყველაფერი გაიღო, რათა სასურველი შედეგისთვის მიეღწია, იგივეს გავაკეთებთ "კამპ ნოუზეც", ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რაც შემეხება მე, ტრავმა მოვიშუშე და დღითიდღე უკეთ ვგრძნობ თავს. მინდა, რომ გუნდს რაც შეიძლება დიდი სარგებელი მოვუტანო."
სერხიო რამოსი:
"სჯობს, რომ რეალისტები ვიყოთ. ეს იყო წარუმატებელი მატჩი, მეტოქემ გვაჯობა. ახლა მხოლოდ "ლა ლიგის" შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებულნი, თუმცა უშანსოდ არც "კოპა დელ რეიზე" ვართ, რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი. არაუშავს, ფეხბურთში ხან მოიგებ, ხან წააგებ. რაც შეეხება პეპეს საქციელს. იმ მომენტს თვალი ვერ მოვკარი, ჯერ არც ვიდეო ჩანაწერი და სურათები არ მინახავს და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ."
- 19 იანვარი 2012
- 4 726
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.