სირცხვილი და თავის მოჭრა

კიდევ ერთხელ ვულოცავ ბარსელონას გულშემატკივრებს გამარჯვებას. მე კი უკვე შეჩვეული ვარ წაგებას და რეაქციაც არ მქონია მორიგ მარცხზე. ალბათ ეს არის მარადჟამ დამარცხებულის ფსიქოლოგია და პრინციპში კარგია, რადგან ნერვები მენახება. თქვენი არ ვიცი მაგრამ მე ასე ვარ.

სათაური ცოტა არ იყოს ბანალურია, მაგრამ უკეთესად სხვა სიტყვები ვერ ასახავს იმას, რაც მატჩის დაწყებამდე გასახდელში დანახული კადრებისას წამომცდა. მართალია არც რეალის ფეხბურთელს ეცვა ბარსას ფორმა და არც პესიმისტური განცხადება გაუკეთებიათ, მაგრამ სასირცხვილო ის ფაქტი იყო, რომ მოურინიომ თამაში სამი საყრდენით დაიწყო. ეს არის გულშემატკივრების შეურაცყოფა, როდესაც ბერნაბეუზე გამოდიხარ სამი ჩამშლელით და მარჯვენა მცველად ჰამიტ ალტინტოპს ათამაშებ აბა სხვა რა არის? პირველივე წუთიდან ინიციატივა კატალონიელებს მისცა მოურინიომ და გვარდიოლას საჩუქარიც გაუკეთა დაბადების დღეზე. ამ მოსაზრებას ბევრი ეწინააღმდეგება და მიაჩნია, რომ ბარსელონასთან სხვანაირად მოგება წარმოუდგენელია. მე მირჩევნია 5:0 წავაგოთ და შევუტიოთ მაინც.

მატჩს ჩემ ძმასთან (ELGio) და მეგობართან (Giorgi) ერთად ვუყურებდი და ისინიც დაადასტურებენ ჩემს სიტყვებს, რომ ასეთი თამაშით მოგება ჩემთვის მიუღებელია. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები გამოთქმას "მიზანი ამართლებს საშუალებას" და ამ შემთხვევაშიც ვეწინააღმდეგები მოურინიოს. წინა მატჩი რეალმა 1:3 წააგო, მაგრამ გუნდი უკეთესად უტევდა. მატჩის ბოლოსკენ გამოისახა ბურთის ფლობის მონაცემები 30-70-ზე ბარსელონას სასარგებლოდ და ეს ყველაფერი ხდებოდა ბერნაბეუზე 80 000 გულშემატკივრის თვალწინ. მართლა სასირცხვილოა ძვირფასო მკითხველო, შესაძლოა მეწინააღმდეგებოდეთ, მაგრამ გულებში ჩაიხედეთ და მიხვდებით, რომ მართალი ვარ.

ადრე თავს ვიმართლებდით ბარსას ფეხბურთელები სიმულიანტები არიანო, დღეს კი რა დავინახე? რეალის ფეხბურთელებიც იგივეს აკეთებდნენ. ყველაზე მეტად კი კოენტრაოს და პეპეს საქციელმა დამწყვიტა გული, როდესაც ჯერ მადრიდელთა სამიანმა დააბიჯა მესის ხელზე განზრახ, ხოლო შემდეგ ფაბიომ თავში "წაუთაქა". მართალია მოსაბეზრებელია ამდენი წაგება, მაგრამ მეტოქესაც უნდა სცე პატივი და დააფასო. სამწუხაროდ ბარსელონას და რეალის დაპირისპირება ფეხბურთის გარდა ყველაფერს ჰქავს. განსაკუთრებით თვალში საცემი იყო ალონსოსა და ფაბრეგასის დაპირისპირება, რომლებიც ყოველ შანსს იყენებდნენ და კინკლაობდნენ. არ ვიცი ეს რამ გამოიწყვია ამ კლუბებს შორის დაპირისპირებამ, თუ ესპანეთის ნაკრებში კონკურენციამ. ფაქტია, რომ ამ ორმა ნახევარმცველმა ერთად იზეიმა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონობა, დღეს კი ერთმანეთი კინაღამ დახოცეს.

მოურინიოს კიდევ რა ქარი უქროდა თავში ალტინტოპი მარჯვენა მცველად რომ დააყენა არ ვიცი. შეიძლება კომენტატორებს მოეწონათ თურქის თამაში და ერთი ორ ეპიზოდში მართლაც ნორმალურად გამოიყურებოდა, თუმცა ინიესტამ თავბრუ დაახვია და ალბათ 1-2 დღე დარეტიანებული ივილის. რაც შეეხება რონალდოს დღეს მას არ გავაკრიტიკებ. არა იმიტომ, რომ გოლი გაიტანა, არამედ იმის გამო, რომ არ ჰყავდა ფეხბურთელი, რომელთანაც ნახევარდაცვაში ბურთს გაათამაშებდა ან პასით მოამარაგებდა. ეს ყველაფერი მოურინიოს კისერზეა, თუნდაც კალეხონისა და გრანეროს შემოყანა და კაკას სკამზე დატოვება სამართლიანი და ობიექტური იყო თუ არა თქვენ განსაჯეთ. მართალია კალეხონმა წინა ტურში რეალს გამარჯვება მოუტანა, მაგრამ რიკის გამოცდილება დღევანდელ მატჩში ყველაზე მეტი სარგებლის მომტანი იქნებოდა რეალისათვის.

მოკლედ არ ვიცი მომავალში რა მოხდება, მაგრამ დღევანდელი რეალობა ასეთია, ბარსელონა რეალზე ძლიერია. დავაბრალებთ ამას იღბალს თუ უბრალოდ უკეთესად შეთამაშებას ჩვენი გადასაწყვეტია, ფაქტი კი ერთია თეთრები კვლავ ვერ ახერხებენ კატალონიელების დამარცხებას. ბარსელონას გულშემატკივრებს კი გილოცავთ გამარჯვებას. მადრიდისტებო თქვენ კი გული არ გაიტეხოთ, მოვა დრო და წავა რეალიდან ჟოზე მოურინიო და იქნებ ბარსასაც დავუპირისპირდეთ შემტევი ფეხბურთით... თორემ ყელში ამოვიდა გრანადასთან და სარაგოსასთან გატანილი 6 და 7 გოლით ფონს გასვლა.

P.S. ბარსას გულშემატკივრებს ვთხოვ შეირგონ გამარჯვება და გამომწვევი კომენტარებისაგან თავი შეიკავონ. 005

  • SunSay
  • 19 იანვარი 2012
  • 6 709
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)