"რეალი" - "ბარსელონა" [პრევიუ]

გთავაზობთ დღევანდელი მატჩის პრევიუს...

მაშ ასე, დღეს 2012 წლის პირველი "ელ კლასიკო" გაიმართება. ამჯერად, "რეალი" და "ბარსელონა" "კოპა დელ რეის" მეოთხედფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შეგახსნებეთ, რომ აღნიშნული თასის წინა გათამაშებაზე სწორედ ეს ორი გუნდი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მაშინ გამარჯვება "ბლანკოსმა" მოიპოვა. მატჩის ძირითადი დრო უგოლო ფრით დასრულდა, ხოლო დამატებით ტაიმებში ერთადერთი და გამარჯვების გოლის გატანა კრიშტიანო რონალდომ მოახერხა და შესაბამისად სამეფო თასი სამეფო გუნდს ჩაბარდა.

თვალი გადავავლოთ "ბერნაბეუზე" გამართულ "ელ კლასიკოებს". სულ კასტილიურ-კატალონიური დაპირისპირება აღნიშნულ სტადიონზე 101-ჯერ შედგა და ცხადია, "ბლანკოსი" დიდ უპირატესობას ფლობს - 59 გამარჯვება, 21 ფრე და ამავე რაოდენობის მარცხი. ბურთების შეფარდება კი 217-120-ზე გახლავთ რაღა თქმა უნდა "მერენგების" სასარგებლოდ.

მადრიდის "რეალი" ამ მატჩს რამდენიმე საინტერესოსტატისტიკით ხვდება. პირველი მათგანის არსი იმაში მდგომარეობს, რომ "ბლანკოსი" ესპანეთში ერთადერთი კლუბია, რომელმაც 2012 წელს ჩატარებული შეხვედრებიდან ყველაში გამარჯვებას მიაღწია. ყოველივე ამან ის გამოიწვია, რომ "ლა ლიგაში" ჟოზე მოურინიოს შეგირდებს ხუთ ქულიანი ჰანდიკამპი აქვთ "ბლაუგრანელებთან". გარდა ამისა "თეთრებს" ძალიან კარგი სტატისტიკა აქვთ "კოპა დელ რეიზე" - წინა გათამაშებაში მადრიდელებმა 31 გოლის გატანა შეძლეს - საშუალოდ დაახლოებით 4 გოლი მატჩში).

ორივე გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდება ამ შეხვედრაში. ჟოზე მოურინიოს განკარგულებაში ვერ იქნებიან დისკვალიფიცირებული არბელოა და ტრავმირებული ხედირა. "ბარსელონას" ლაზარეთში კი ვილა, პედრო, აფელაი და ფონტასი გახლავთ. სეიდუ კეიტა კი ეროვნულ ნაკრებთან ერთად აფრიკის თასზე ღებულობს მონაწილეობას. კატალონიელებმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ერთი ფეხბურთელის გაშვებაც მოასწრეს - გუნდი მაქსველმა დატოვა. იგი ფრანგულ "პსჟ"-ს შეუერთდა.

თვალი გადავავლოთ ორივე გუნდის განვლილ გზას მეოთხედფინალამდე. "ბარსელონას" ჯერ "ჰოსპიტალეტასთან" მოუწია დაპირისპირება. გვარდიოლას შეგირდებმა დაბალი დივიზიონის გუნდს გასვლაზე ერთი გოლი აკმარეს, ხოლო "კამპ ნოუზე" მხოლოდ და მხოლოდ 9 გოლით დაკმაყოფილდნენ. მერვედფინალში კი ისინი "ოსასუნას" გადაეყარნენ. "კამპ ნოუზე" 4-0, ხოლო "ელ სადარ პამპლონაზე" 2-1 იმარჯვა "ბლაუგრანამ" და მეოთხედფინალშიც გავიდა.

რაც შეეხება "რეალს", "მერენგები" ჯერ "პონფერანდინას" შეხვდნენ, გასვლაზე 2-0, "ბერნაბეუზე" 5-1 იმარჯვეს და მერვედფინალშიც გავიდნენ, სადაც "მალაგას" დაუპირისპირდნენ. მადრიდში შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში "რეალის" გამარჯვებით 3-2 დასრულდა, ხოლო ანდალუსიაში "ბლანკოსმა" მინიმალური ანგარიშით იმარჯვა და მეოთხედფინალის საგზურიც მოიპოვა...

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)