”ელ კლასიკო” დეტალებში
ესპანური ფეხბურთის გრანდები ”მადრიდის რეალი” და ”ბარსელონა” ერთმანეთს ოფიციალურ შეხვედრებში 216-ჯერ დაუპირისპირდებიან: 86-ჯერ ”თეთრებმა” იმარჯვეს , 85-ჯერ ”ბლაუგრანამ” , ხოლო 45 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. ისტორიული ექსკურსი მსოფლიოში ”ელ კლასიკო”-თი ცნობილ დაპირსიპირების შესახებ.
28 დაპირისპირება თასზე.
”მადრიდის რეალი” და ”ბარსელონა” სამეფო თასის ეგიდით გამართულ შეხვედრებში 28-ჯერ დაუპირისპირდნენ. ”თეთრებმა” 10 შეხვედრა მოიგეს, ”ბლაუგრანამ”-13, ხოლო ხუთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. გატანილი გოლების მხრივ ”ბარსა” მეტოქეს სულ ერთი გოლით ჯობია (56 გოლი 55-ის წინააღმდეგ). სამეფო თასზე პირველი ”კლასიკო” 1916 წლის 26 მარტს ჩატარდა. იმ დღეს გამარჯვებას ”ბარსელონამ” მიაღწია (2:1). პირველი გოლი 111-დან საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა რენე პეტიმ, რომელმაც თავი ძალიან ახალგაზრდამ გამოიჩინა , ის მაშინ 16 წლისა და 170 დღის. პეტი დღემდე რჩება ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელად, რომელმაც შეძლო ”კლასიკოში” თავის გამოჩენა.
სამეფო თასის კლასიკოს ვეტერანები.
ჟოან სეგარა (8) და პაკო ხენტო (7) , ეს ის ორი ფეხბურთელია, რომლებმაც სამეფო თასის ეგიდით გამართულ ყველაზე მეტ კლასიკოში მიიღეს მონაწილეობა. სამმა ფეხბურთელმა - ხუსტო ტეხადა, ლუის ენრიკე და ბერნდ შუსტერი - სამეფო თასზე ორივე გუნდის შემადგენლობაში ითამაშეს. სანტიაგო ბერნაბეუ (8) და სამიტერი (6) - სამეფო თასის კლასიკოების საუკეთესო ბომბარდირები არიან.
სამორა
პირველად ”მადრიდის რეალმა” და ”ბარსელონამ” სამეფო თასის ფინალი 1936 წელს ვალენსიის ”მესტალიაზე” ითამაშეს. ის შეხვედრა ესპანური ფეხბურთის ისტორიაში ჩაეწერა და ეს მეკარის მიერ შესრულებული საუკეთესო ”სეივის” წყალობით. მაშინ როცა ანგარიში იყო 2:1 ”მადრიდის რეალის: სასარგებლოდ , ხოლო ”ბარსელონა” კი უკანმოუხედავად უტევდა და დამკვიდრდა მეტოქის საჯარიმოში, თამაშის დასრულებამდე 6 წუთით ადრე ”თეთრების” გოლკიპერმა სამორამ მოიგერია ესკოლას მიერ დარტყმული ე.წ. ”მკვდარი ბურთი” (იხ. სურათი). ეს იყო სამორას ბოლო დიდებული ”სეივი” ესპანეთში-ორი წლის შემდეგ ლეგენდარულმა გოლკიპერმა კარიერა საფრანგეში დაასრულა. რიკარდო სამორამ 10 კლასიკო ითამაშა (9 ლა ლიგაში და 1 თასზე), საიდანაც 5-ში იმარჯვა (3 ფრე და 2 წაგება).
ჰეთრიკები
სანტიაგო ბერნაბეუ ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ორ სამეფო თასის კლასიკოში სამი და მეტი გოლის გატანა შეძლო: 1916 წლის 2 აპრილს ბერნაბეუმ ”ბარსას” სამი გოლი გაუტანა , ხოლო თერთმეტი დღის შემდეგ - კიდევ ოთხი. ჰეთრიკებით სხვადასხვა დროს გამოირჩეოდნენ პაულინო ალკანტარა, სამიტერი, პრუდენი, ბარინაგა და მარტინესი. სამეფო თასის კლასიკოზე პარაგვაელი ფეხბურთელის მიერ ბოლოს შესრულებული ჰეთრიკის შემდეგ 55 წელი გავიდა.
თილისმა ”ბერნაბეუ”
სამეფო თასზე ”ბარა” ”სანტიაგო ბერნაბეუზე” 1968 წლის 11 ივლისიდან მოყოლებული ვერ იმარჯვებს, მაშინ ”თეთრები” მეტოქესთან 0:1 დამარცხდნენ ფინალურ შეხვედრაში, თამაში ბედი ავტოგოლით გადაწყდა, რომელიც შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე გავიდა. ამის შემდეგ ”მადრიდის რეალმა” ორჯერ იმარჯვა(1970 და 1974) და ორი შეხვედრა ფრედ დაასრულა (1993 და 1997).
ორმატჩიანი დაპირისპირება
”მადრიდის რეალმა” და ”ბარსელონამ” 22 ორ რაუნდიანი შეხვედრა გამართეს, 10 მათგანი სამეფო თასზე, ოთხი - ჩემპიონთა თასზე , ხუთი - სუპერ თასზე და სამი - ლიგის თასზე. საერთო ბალანსი ”თეთრების” მხარესაა (12 შეხვედრა 10-ის წინააღმდეგ). თუ მხოლოდ თასზე მოვახდენთ ორიენტირებას, მაშინ აქ გუნდები აბსოლიტურად თანაბრად გამოიყურებოდნენ: 5-5 გამარჯვება თითოეულზე.
საშინაო შეხვედრების სპეციფიკა
სამეფო თასის კლასიკოების ისტორიიდან გამომდინარე, გუნდს, რომელიც პირველ შეხვედრას შინ ატარებდა, საბოლოო ჯამში წარმატების უფრო მცირე შანსი ქონდა. 22 ორმატჩიან დაპირისპირებაში , უმრავლეს შემთხვევაში საბოლოო ჯამში გამარჯვებული ის გუნდი ხდებოდა, რომელიც მეორე შეხვედრას სახლში ატარებდა (64% ან 14 შემთხვევა 22-დან). ბოლო ოთხ ორმატჩიან დაპირისპირებაში (1962, 1970, 1993, 1997) კი შემდეგ რაუნდზე ის გუნდი გადიოდა, რომელიც პირველ შეხვედრას სახლში ატარებდა.
პრეცედენტები
”მადრიდის რეალმა” 14-ჯერ დაიწყო ორმატჩიანი შეხვედრები ”ბარსელონასთან” საკუთარ კედლებში (7 თასზე, სამი ჩემპიონთა თასზე, სამი სუპერთასზე და ერთი ლიგის თასზე). ექვს შემთხვევაში (43%) საბოლოო გამარჯვება დარჩათ ”თეთრებს”, რვაში (57%) ”თეთრები” გამოეთიშნენ გათამაშებას. იმ შემთხვევაში კი, თუ მხედველობაში მივიღებთ მარტო სამეფო თასის შეხვედრებს, მაშინ სამ შეხვედრაში (1962, 1970, 1993) წარმატებას ”თეთრებმა” მიაღწიეს , ხოლო ოთხში კი - ”ბლაუგრანამ” (1926, 1954, 1957, 1959).
გამარჯვება პირველ შეხვედრაში
სამეფო თასის ორმატჩიან დაპირისპირებებში პირველ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვება დიდი მნიშვნელობის მატარებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა პირველი შეხვედრა მადრიდში. გუნდი, რომელიც პირველ შეხვედრაში იმარჯვებს, 15-დან 10 შემთხვევაშუ (67%) გადის შემდეგ ეტაპზე. ერთადერთი გამონაკლისი იყო 1916, 1943, 1954 და 1962 წლის სამეფო თასის შეხვედრები და 1997 წლის სუპერ თასის შეხვედრა. ამ ხუთი შემტხვევიდან ერთხელ ”ბარსამ” მოახერხა პირველი რაუნდის ცუდი შედეგის გამოსწორება (1954), სხვა დანარჩენ შემთხვევებში კი საბოლოო გამარჯვება ”მადრიდის რეალს” დარჩა.
”ბლაუგრანას” გასვლითი წარმატებები
”ბარსელონამ” ბოლო ექვსი შეხვედრიდან ”სანტიაგო ბერნაბეუზე” მოიგო 4, ხოლო ორი კი ფრედ დაასრულა. თუ კატალონიელები დღესაც არ წააგებენ, მაშინ ისინი გახდებიან პირველი გუნდი, რომლებიც ზედიზედ შვიდი შეხვედრის მანძილზე არ დამარცხდებიან ”მადრიდის რეალის” წინააღმდეგ ”სანტიაგო ბერნაბეუზე”. ამჟამად კატალონიელები პირველ ადგილს ”ვალენსიასთან” ერთად იყოფენ, რომლებსაც 1942-1948 წწ-ში ”სანტიაგო ბერნაბეუზე” ზედიზედ ექვსი შეხვედრა არ აქვთ წაგებული (2 მოგება, 4 ფრე).
კალეხონი vs მესი
დღეს ორი ყველაზე ეფექტური ფეხბურთელის დაპირისპირების მოწმე შეიძლება გავხდეთ. კალეხონს ყოველ 75 წუთში გააქვს გოლი, ხოლო მესის კი ყოველ 76 წუთში. მესამე ადგილზე იგუაინია, მეოთხეზე რონალდუ , ხოლო მეხუთეზე კი ბენზემა.
დაბდების დღე
დღეს პეპ გვარდიოლას 41 წელი შეუსრულდა. ”ბლაუგრანას” მწვრთნელი მესამე , ვისაც სამეფო თასის ”ელ კლასიკოს” დროს დაბადების დღე აქვს. ორი მისი წინამორბედები იყვნენ: ენრიკე ორისაოლა, რომელმაც თავისი 39-ე დაბადების დღე ”ბერნაბეუზე” წაგებით ”აღნიშნა” (2:3 , 1961 წლის 26 მარტი) და ბერნდ შუსტერი, რომელმაც 48-ე დაბადების დღე ”კამპ ნოუზე” მოპოვებული 3 ქულით მიულოცა საკუთარ თავს (1:0, 2007 წლის 23 დეკემბერი).
თასის რეკორდი
აქამდე ”მადრიდის რეალმა” სამეფო თასზე ზედიზედ ცხრა თამაშში იმარჯვა, რაც ტურნირის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. სამეფო გუნდში ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ, ”თეთრებმა” გადაწერეს მოგებათა რეკორდი ოფიციალურ შეხვედრებში (15) და ასევე ევროთასებზე (6) და თასზე (9).
თერთმეტმეტრიანი და გაძევება
მუნიესი-ერთ ერთი მათგანია სამ არბიტრს შორის, რომელმაც ორი თერთმეტმეტრიანი დანიშნა და გააგდო ფეხბურთელი, ეს ყველაფერი კი ერთ კლასიკოში. ასტურიელმა არბიტრმა თავი ლა ლიგის წინა სეზონის კლასიკოში გამოიჩინა. მანამდე მსგავსი ქმედებით გამორჩეულები იყვნენ ურისარ ასპიტარტე (1989) და ანდხუარ ილივერი (1993).
წყარო: as.com
- 18 იანვარი 2012
- 1 715
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.