"ელ კლასიკო" დეტალებში

ესპანური ფეხბურთის გრანდები, ისტორიის განმავლობაში 216-ჯერ წარსდგნენ ერთმანეთის პირისპირ.

აქედან 86 გამარჯვება მადრიდელებმა იზეიმეს, 85 მოგება კატალონიელებმა, ხოლო დარჩენილ 45 შეხვედრაში გუნდები ყაიმს დასჯერდნენ.მიმდინარე სტატიაში ყურადღებას სათასო "კლასიკოებზე" გავამახვილებთ.

28 დაპირისპირება სამეფო თასზე
"რეალსა" და "ბარსელონსა" კოპა დელ რეიზე 28 ურთიერთშეხვედრა დაუგროვდათ.ამ შემთხვევაში "ბლაუგრანას" 13 წარმატება აქვს, ხოლო "ბლანკოსს" 10.ბურთების შეფარდება 56-55ზეა კატალონიელების სასარგებლოდ.სამეფო თასის ეგიდით პირველი "კლასიკო" 1916 წლის 26 მარტს შედგა და "ბარსას" გამარჯვებით 2-1 დასრულდა.პირველი გოლი რენე პეტის ანგარიშზეა.ეს უკანასკნელი 16 წლისა და 170 დღის იყო, როდესაც მოახერხა გოლის გატანა.

სათასო "კლასიკოების" ვეტერანები
ჟოან სეგარა (8) და პაკო ხენტოს (7) კოპა დელ რეის რეკორდსმენები არიან ჩატარებული "კლასიკოების" მხრივ.
ხუსტო ტეხადას, ლუის ენრიკესა და ბერნდ შუსტერს, ორივე გუნდის მაისურით აქვთ მიღებული მონაწილეობა სათასო "კლასიკოებში."
რაც შეეხება სათასო "კლასიკოების" ბომბარდირებს: სანტიაგო ბერნაბეუ (8) & სამიტიერი (6).

სამორა
"რეალისა" და "ბარსას" გზები სამეფო თასის ფინალში, პირველად, 1936 წელს გადაიკვეთა."მესტალიაზე" გამართული ჯახი "თეთრებმა" მოიგეს 2-1.აღნიშნული დაპირისპირება ცნობილია, ფრანგი მეკარის რიკარდო სამორას, ბრწყინვალე თამაშით.მატჩის მიწურულს მან შესანიშნავი სეივით თამაშის გადარჩენის იმედი გადაუწურა კატალონიელებს.საერთო ჯამში სამორამ 10 "კლასიკოში" მიიღო მონაწილეობა (5 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება).

ჰეთ-თრიქი
სანტიაგო ბერნაბეუ ერთადერთი ფეხბურთელია ორივე გუნდის რიგებიდან, რომელმაც სამეფო თასის ორმატჩიან დუელში 3-ზე მეტი გოლის გატანა მოახერხა.1916 წლის 2 აპრილს, "რეალის" ლეგენდამ ჯერ ჰეთ-თრიქი შეუსრულა "ბლაუგრანას," ხოლო 11 დღის შემდეგ კი პოკერი.

"ბერნაბეუს" თილისმა
აღსანიშნავია, რომ 1968 წლის 11 აპრილის შემდეგ, კოპა დელ რეის ეგიდით გამართულ შეხვედრებში, "ბარსას" მადრიდის მშობლიურ არენაზე გამარჯვება არ მოუპოვებია.4 ჩატარებული შეხვედრიდან, 2 მასპინძლებმა მოიგოს, ხოლო ორიც ფრედ დასრულდა.

ორმატჩიანი დუელები
ისტორიის განმავლობაში "რეალმა" და "ბარსამ" 22 ორმატჩიანი დუელი გამართეს (10 სამეფო თასზე, 4 ჩემპიონთა თასზე, 5 სუპერთასზე & 3 ლიგის თასზე), საიდანაც 12 შემთხვევაში "თეთრებმა" იზეიმეს შემდეგ ეტაპზე გასვლა.

საშინაო მატჩების სპეციფიკა
სტატისტიკიდან გამომდინარე, როდესაც "რეალი" ორმატჩიანი დუელის პირველ შეხვედრას მართავს სახლში, შემდეგ ნაკლები შანსი აქვს მომდევნო ეტაპზე გასვლისა, თუმცა ბოლო ოთხ სათასო დაპირისპირებაში "ბარსელონასთან," აღნიშნული ტენდენცია შეიცვალა.

პრეცენდენტები
14 შემთხვევაში, "რეალმა" ორმატჩიანი დაპირისპირება საშინაო მატჩით გახსნა, საიდანან მხოლოდ 6-ჯერ მოახერხა შემდეგ ეტაპზე გასვლა.

"ბარსელონას" წარმატება "ბერნაბეუზე"
"ბლაუგრანას" ბოლო 6 ვიზიტი მადრიდში წარმატებული გამოდგა - 4 მოგება და 2 ფრე.თუ კატალონიელებმა დღესაც არ წააგეს, ამით ერთგვარ რეკორდს დაამყარებენ და გახდებიან პირველი გუნდი, რომელმაც "ბერნაბეუზე" ბოლო 7 თამაშში მარცხი არ იწვნია.

კალეხონი vs მესი
იმ შემთხვევაში, თუ ხოსე სასტარტოში იქნება, მოედანზე შედგება დუელი ლა ლიგის მიმდინარე გათამაშების ყველაზე ეფექტური ფეხბურთელებისა.საქმე იმაშია, რომ კალეხონი ყოველ 75 წუთში იტანს გოლს, ხოლო მესი ყოველ 76 წუთში.

დაბადების დღე
დღეს "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა მე-40 იუბილეს აღნიშნავს.ის "კლასიკოების" ისტორიაში მესამე მწვრთნელია, რომლის იუბილეც თამაშის დღეს დაემთხვა.ცნობისათვის, 1961-ში ენრიკე ორისაოლამ თავის 39 დაბადების დღეზე მარცხი იწვნია "ბერნაბეუზე," ხოლო ბერნდ შუსტერმა 48-ე იუბილეზე 3 ქულა წამოიგო "ნოუ კამპიდან."

პენალტი და გაძევება
მუნის ფერნანდესი 3 არბიტრიდან ერთ-ერთია, რომელმაც ერთ "კლასიკოში" 2 პენალტი და 1 გაძევება დააფიქსირა (შარშან).

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)