რონალდუ...

მაშასადამე, მორიგ "ელ კლასიკოს" მოსვლასთან ერთად, ესპანეთში ისმის კითხვა, შეძლებს თუ არა ამჯერად კრიშტიანუ რონალდუ რეპუტაციის ამაღლებას "ბარსას" წინააღმდეგ.

სამწუხაროდ, პრაქტიკიდან გამომდინარე, "რეალის" ქომაგებს ამგვარ საკითხებზე გვიწევს მარჩიელობა თამაშის წინ, მაგრამ რა უნდა ვქნათ, თვით პორტუგალიელს მიუძღვის წვლილი იმაში, რომ ასეთი მითქმა-მოთქმებია ატეხილი მის ირგვლივ.

რაც რონალდუ პრიმერა დივიზიონში გადმობარგდა, 116 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 113-ჯერ გამოიჩინა თავი გატანილი გოლით.საშუალო არითმეტიკულით, კრიშტიანუ თითოეულ დაპირისპირებაში 0.97 გოლს იტანს, მაგრამ რა ემართება "კლასიკოზე," სადაც 10 თამაშიდან მხოლოდ სამჯერ აქვს შერხეული "ბლაუგრანას" კარის ბადე.

ალბათ, გოლეადორს ჯერ კიდევ არ დავიწყებია დეკემბრის დუელი - 1-3, სადაც ას პროცენტიანი შანსები ქარს გაატანა.სწორედ ამ ფაქტორისა და "ბერნაბეუს" სტვენის გათვალისწინებით, დღეს საღამოს გაცილებით "დაგრუზულ" რონის ვიხილავთ "ბერნაბეუზე."მიუხედავად ყველაფრისა, მისი იმედი მადრიდისტებს გვაქვს და ველოდებით აფეთქებას, როგორც ეს "კოპა დელ რეის" ფინალში მოხდა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)