იკერისა და ჩავის 28-ე დუელი
სამეფო თასის მერვედ ფინალის პირველი მატჩი, "რეალის" კაპიტნისათვის და "ბარსას" ხერხემლისათვის 28-ე ურთიერთშეხვედრა იქნება.
ნიშანდობლივია, რომ კასილიასისა და ჩავის ურთიერთობა 1997 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ მუნდიალზე დაიწყო.მიუხედავად "ბლანკოსი" და "ბლაუგრანას" მტრობისა, ფეხბურთელებს შორის ყოველთვის მეგობრული ატმოსფერო სუფევდა.
27 "ელ კლასიკო"
ოცდაშვიდი თამაშიდან, 22 პრიმერაში შედგა, ხოლო 2 ჩემპიონთა ლიგაზე, 2 ესპანეთის სუპერ თასზე და ერთიც კოპა დელ რეიზე.აქედან, კასომ 8-ჯერ და ჩავიმ 12-ჯერ დატოვეს "კლასიკო" თავაწეულნი.კატალონიელმა გამთამაშებელმა მხოლოდ 3 შემთხვევაში მოახერხა გოლის გატანა.მათ შორის 2 იკერის კარში.
საინტერესოა, რომ იკერისა და ერნანდესის დებიუტი "სუპერკლასიკოზე," 2000 წლის 26 თებერვალს შედგა.აღნიშნული დაპირისპირება "თეთრებმა" მოიგეს 3-0 (კარლოსი, ანელკა & მორიენტესი), მაგრამ საბოლოოდ პირველი ადგილი "დეპორტივოს" ხვდა წილად ჩემპიონატში.
თავის მხრივ ჩავი "ბარას" ისტორიაში მეორე ფეხბურთელია, რომელსაც დიდი რაოდენობით აქვს მონაწილეობა მიღებული მადრიდულ-კატალონიურ დაპირისპირებაში.ის მხოლოდ სეგარას ჩამორჩება 4 შეხვედრით.რაც შეეხება იკერს, მან კიდევ 15-ჯერ უნდა ითამაშოს "ბალუგრანას" წინააღმდეგ, რათა მოხსნას მანუელ სანჩესის რეკორდი (43 "ელ კლასიკო").
- 17 იანვარი 2012
- 2 463
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.