გვატემალაში "რეალს" ითხოვენ
გუშინ, გვატემალას ცენტრალურ მოედანზე, დაახლოებით სამი ათასმა საფეხბურთო ქომაგმა მანიფესტაცია გამართა.
"თეთრ" მაისურებში გამოწყობილი ადგილობრივები, ამ ფორმით "რეალის" ხელმძღვანელობის დარწმუნებას შეეცადნენ, ცენტრალურ ამერიკაში "ბლანკოსის" ჩამოყვანასა და ამხანაგური მატჩის ჩატარებასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ მანიფესტაცია ლოზუნგით "Guatemala Hala al Madrid" 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.გვატემალელი მადრიდისტები ყველაფერს ვიდეო-კამერის საშუალებით აფიქსირებდნენ (რომელსაც მადრიდში გადააგზავნიან ალბათ - ავტ.).
ცნობისათვის, ადგილობრივი საფეხბურთო აგენტები მრავალი წელია ცდილობენ სამეფო კლუბის სამშობლოში ჩამოყვანას, თუმცა ამაოდ.
- 16 იანვარი 2012
- 2 722
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.