უხარისხო, მაგრამ მაინც 3 ქულა

გუშინდელი შეხვედრა სამეფო კლუბისათვის ძალიან მძიმე და დაძაბული გამოდგა. მიუხედავად ამისა თეთრებმა მაინც მოახერხეს გამარჯვება და აქტივში 3 ქულა ჩაიწერეს, რისთვისაც ყველაზე დიდი მადლობა მესუთ ოზილს და გონსალო იგუაინს უნდა გადავუხადოთ, არ დაგვავიწყდეს რიკარდო კაკაც, რომელმაც მართალია არც გოლი გაიტანა და არც საგოლე პასი გააკეთა, მაგრამ შემოსვლის შემდეგ აშკარად დაალაგა თამაში და ლიდერის თვისებები გამოავლინა.

მატჩი თბილისის დროით დაიწყო 23 საათზე, მაგრამ ყველაზე საინტერესო რამ შეხვედრის დაწყებიდან 39-ე წუთზე მოხდა, როდესაც ჰემედმა მადრიდის რეალს გოლი გაუტანა და მალიორკა დააწინაურა, მოვლენათა ასეთ განვითარებას ალბათ არავინ ელოდა. მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში სამეფო კლუბმა ერთადერთხელ შექმნა რეალურად სახიფათო მომენტი, როდესაც სერხიო რამოსმა თავით სცადა მეტოქის კარის დალაშქვრა და კუნძულელები ძელმა იხსნა. პირველ ტაიმში სავსებით სამართლიანი შედეგი დაფიქსირდა, რადგან მალიორკა მშვენივრად აწყობდა თამაშს კონტრ შეტევებზე და უფრო მაღალი კლასის გუნდთან რომ გვონოდა საქმე, დარწმუნებული ვარ სამეფო კლუბი ერთზე მეტ გოლს აუცილებლად მიიღებდა საკუთარ კარში.

მატჩის იმედგაცრუება რა თქმა უნდა ლასანა დიარა იყო, რომელმაც მთელი მატჩი ჩააგდო და მეორე ტაიმში მის მაგივრად მოურინიომ იგუაინი გამოუშვა. არც ამ ცვლილებამ უშველა რეალს და მესამოცე წუთზე კასადესუსმა გოლი გაიტანა, თუმცა ეს ყველაფერი თამაშგარე მდგომარეობიდან გააკეთა. სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ მატჩის მთავარი არბიტრი უხეშად შეცდა და მადრიდის რეალი დაინდო. ამ ბოლო დროს მსაჯები წყალობენ მადრიდის რეალს, გავიხსენოთ ვალენსიასთან ბოლო წუთზე არ დანიშნული პენალტი, სადაც თავისუფლად შეეძლო (ესპანელ!!!) არბიტრს თერთმეტმეტრიანი დაენიშნა.

რაც არ უნდა მომხდარიყო ფორტუნა მადრიდის რეალისკენ იყო. ამ მომენტის შემდეგ მოურინიომ გააკეთა ის, რაც ალბათ კარიერის განმავლობაში არასდროს გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ მთელი მეორე ტაიმი 1 საყრდენით ათამაშა გუნდი, 61-ე წუთზე სამ მცველიან ტაქტიკაზე გადავიდა, მან მოხსნა არბელოა და მარსელო (რომლებმაც მატჩი ისვე ჩააგდეს, როგორც ლასანა დიარამ), მათ მაგივრად კი კოენტრაო და რიკარდო კაკა შემოიყვანა. ამ ცვლილების შემდეგ რეალის შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: მეკარე - იკერ კასილასი, დაცვა: პეპე, რამოსი, კოენტრაო ნახევარდაცვა: ალონსო, კაკა, ოზილი, კალეხონი თავდასხმა: რონალდო, ბენზემა იგუაინი. მოკლედ ამაზე შემტევი შემადგენლობა რეალს ნამდვილად არ ყავს, ვისაც კი შეუძლია მეტოქის საჯარიმოსთან თამაში ყველა მოედანზე იყო, დი მარიას ტრავმა რომ არ ქონოდა ალბათ ამ შემადგენლობას ისიც დაემატებოდა. მოკლედ და კონკრეტულად წინ ძალიან არეულობა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყველაფერს რიკარდო კაკამ მიხედა, შესაძლოა მისი როლი გუშინდელ მატჩში ბევრმა ვერ დაინახა, მაგრამ ბრაზილიელი ლამის მოედნის ცენტრიდან იწყებდა მეტოქის შეტევებს და შესანიშნავად ანაწილებდა პასებს. რიკის მხარი მესუთ ოზილმაც აუბა და გერმანულ-ბრაზილიურმა დუეტმა საბოლოოდ მატჩში გარდატეხა შეიტანეს. თავის მხრივ მატჩში კარგად ჩაერთო გონსალო იგუაინიც, რომელიც ფრანგი კარიმ ბენზემასგან განსხვავებით უკეთესად გამოიყურებოდა. საბოლოო ჯამში მესუთ ოზილის ბრწყინვალე გადაცემამ და იგუაინის გოლის ალღომ ანგარიში გაათანაბრა.

ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტად შეუტია ბლანკოსმა და კვლავ იგუაინის მონდომებით, რომელსაც ამ შემთხვევაში ბენზემამ აუბა მხარი მეორე გოლი მოიტანა მალიორკას კარში, რომელიც თავის ანგარიშზე კალეხონმა ჩაიწერა, ესპანელი ფეხბურთელი მთელი მატჩის განმავლობაში პასიური იყო, მაგრამ საჭირო დროს ბრწყინვალე დარტყმით დააწინაურა მადრიდის რეალი. ყველა ლოგიკის მიხედვით სამეფო კლუბს ეს გოლი არ უნდა გაეტანა, მაგრამ ფეხბურთი ლოგიკური თამაში არ არის და ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა იღბალს. მე არასოდეს დამავიწყდება ის კადრი, როდესაც გოლის აღნიშვნის შემდეგ მთელი გუნდი პეპესთან ერთად კითხულობდა ფურცელზე დაწერილ მითითებებს, რომელიც მოურინიომ მადრიდელთ სამიანს გადასცა. მატჩის შემდეგ პეპემ განაცხადა, რომ ჟოზემ გუნდს დაცვაში თამაში მოთხოვა და ფურცელზე პოზიციები იყო დაწერილი.

საბოლოო ჯამში მადრიდის რეალმა მძიმე, უხარისხო თამაშით მოიგო. მიუხედავად ამისა ეს სამი ქულა თეთრებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო. შესაძლოა ასეთი თამაში იმით იყო გამოწვეული, რომ ფეხბურთელები ბარსასთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ფიქრობდნენ, მაგრამ ეს გასამართლებელი საბუთი არ არის, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მწვრთნელიც და ფეხბურთელებიც იმას გაიძახიან, რომ კატალონიელებთან დაპირისპირებაზე ჯერ არ ფიქრობენ.

P.S. სტატიაში რონალდოზე არაფერი მითქვამს, რადგან ბევრმა მომხმარებელმა იცის, რომ დიდად არ მომწონს ეს ფეხბურთელი და მისი გუშინდელი თამაშის განსჯა თქვენთვის მომინდია.

  • SunSay
  • 15 იანვარი 2012
  • 3 976
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)