რამოსი და პეპე მატჩის შემდეგ
"მალიორკასთან" დაძაბული მატჩის შემდეგ სერხიო რამოსმა და პეპემ კომენტარები გააკეთეს.
რამოსი:
"ამ შეხვედრაში გამარჯვება აუცილებელი იყო. ყველამ იცოდა, რომ ეს დაპირისპირება ადვილი არ იქნებოდა. "მალიორკა" ბოლო პერიოდში ძალიან კარგად თამაშობს და ეს ჩვენს წინააღმდეგაც დაამტკიცეს."
"იმედი მაქვს, მომავალში არ ვიქნებით დამოკიდებული მხოლოდ ერთ გოლზე და შეხვედრის ბედს პირველივე ნახევარში გადავწყვეტთ. ჩვენს თითოეულ შეცდომას უნდა დავაკვირდეთ და გამოვასწოროთ. ახლა მთავარი ის არის, რომ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოვიპოვეთ."
პეპე:
"მატჩზე ფოკუსირების მოხდენა ძალიან გაგვიჭირდა, რაზეც ძალიან დიდი მუშაობა მოგვიწევს, რათა ასეთი შეცდომები აღარ განმეორდეს. რაც იყო უკვე წარსულს ჩაბარდა და ახლა მომდევნო მეტოქეზე, "ბარსელონაზე" უნდა გადავერთოთ."
"მწვრთნელმა ტაქტიკური მონახაზი მე გადმომცა და მითხრა, რომ თანაგუნდელებისთვის ამეხსნა, რომელ პოზიციაზე დამდგარიყვნენ. მოურინიოს სურადა ბოლო წუთებში დაცვაში დავმდგარიყავით, რადგან "მალიორკა" აუცილებლად შეეცდებოდა ანგარიშის გათანაბრებას."
- 15 იანვარი 2012
- 2 046
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.