ჯოზე მოურინიოს ცხოვრების ანტიკანონი

მასზე სურთ ფილმის გადაღება. მაგრამ ჯერ არ დაბადებულა რეჟისორი და სცენარისტი, რომელიც ამას შეძლებს. ის თვლის, რომ დიდი აფეთქება არ მომხდარა მის გუნდში, ხოლო დინოზავრები გადაშენდნენ იმიტომ, რომ მასთან კონტრაქტი არ გააფორმეს. მას შეუძლია სლოვაკეთის ჩემპიონატის მოგება ტვიტერის საშუალებით. პარიზის ეტალონის მუზეუმი და ბლოგი ”საფეხბურთო ზუდ”-ი წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე ქარიზმატული ტიპის ჟოზე მოურინიოს ცხოვრების ანტიკანონებს.

მიყვარს კითხვა ბიოგრაფიული ნაწარმოებების, რომლებიც მსოფლიოს უდიდეს ადამიანებს ეხებათ, მაგრამ მე ჯერ ჩემი ავტობიოგრაფია არ დამიწერია, ასე რომ არაფრის წაკითხვა არ მიწევს.

არ მესმის , რატომ აღნიშნავენ შობას 25 დეკემბერს და არ ჩემს დაბადების დღეს.

არ ვცოფდები, როცა ჟურნალისტები ჩემზე ისე არ წერენ, როგორც მე მინდა. მე მესმის, რომ ბანალური და შეზღუდული ხალხური ენით შეუძლებელია ზუსტად აღწერო ისეთი ადამიანი, როგორიც მე ვარ.

ერთხელ ვისვენებდი ვიეტნამში და ვნახე, როგორ აგორებდნენ ბავშვები რკინის ქილას. მე მათ გავუცინე და ამის შემდეგ იმ საბავშო გუნდს ერთი თამაშიც კი არ წაუგია.

ხალხმა დიდი ხანია ამოწურა ჩემი გენიალურობის ლიმიტი. მე ახალი , სრულყოფილი ორგანიზმი მინდა იმისთვის, რომ განვახორციელო საკუთარი იდეები.

სიმუალატორი ფიფა მოიფიქრეს ადამიანებმა, რომლებსაც ეშინიათ ჩემი რეალურად დამარცხება.

მე ღმერთს ვჯობივარ. უბრალოდ აიღეთ მისი საფეხბურთო მიღწევები, მერე ჩემი და შეადარეთ.


ჯოზე მოურინიოს ცხოვრების ანტიკანონი


ამ წელს მე ვერ მივიღე საუკეთესო მწვრთნელის ტიტული იმ მარტივი მიზეზით, რომ მე უფრო მეტი ვარ, ვიდრე უბრალოდ მწვრთნელი.

მე სამუშაო მთავაზობდნენ კატარის, პაკისტანის და რუსეთის წამყვანი კლუბები, მაგრამ ჯერ მე მინდა, რომ ფეხბურთში კიდევ ცოტა ხანი ვიმუშაო.

ვის გავწვრთნი მომავალ სეზონში? პაკისტანის მოჭადრაკე ქალთა ნაკრებს. ჰა ჰა, ვხუმრობ! კაცების. ჰა, კიდე მორიგი ხუმრობა. რაც არ უნდა თქვათ, მე საუკეთესო ვარ.

ადამიანს შეუძლია შეცდეს, მაგრამ მე არა.

ჟურნალისტის ნამდვილი ტალანტი არა სიტუაციის რეალურ აღწერაშია, არამედ იცოდეს დროულად ადგილიდან ახვევა.


ამბობენ, მესის თურმე სამი ოქროს ბურთი მიუღია ზედიზედ? მე ჩემს აიფონზე მაქვს თამაში, როცა ზედიზედ 5 ერთნაირ ბურთს აგროვებ, ისინი ქრებიან. მესისაც ანალოგირი რამ ელის.

როცა მე ფეხბურთიდან წავალ, მე ვაპირებ საკუთარი წარმოუების სოუსები გამოვუშვა. ასეთი დევიზი მექნება: ”რაოდენ საშინლადაც თქვენ არ უნდა ამზადებდეთ, თქვენს საჭმელს ყოველთვის გადაარჩენს მოურინიოს სოუსი.”

დიდი ხნის წინ, მე ვირტუალურად ვთამაშობდი ”პორტო”-ს მწვრთნელის როლს, მაშინ ვერა და ვერ ვახერხებდი ჩემპიონთა ლიგის მოგებას, ამიტომაც მომიწია მისი მოგება რეალურად.

მე სხვა მწვრთნელებთან არასდროს არ ვდავობ პრესის საშუალებით. მე უბრალოდ ვამბობ, რომ ყველანი - ნეხვის ტომრები არიან.

ჯოზე მოურინიოს ცხოვრების ანტიკანონი


მსურს, რომ თამაში ყოველდღე იყოს. არ მიყვარს ვარჯიში, იქ ხომ არაფრის მოგება არ შეიძლება.

”ბარსა”-ესაა არაცოცხალი ხალხი შეზღუდული შესაძლებლობებით, ამიტომაც ამ წელს ჩვენ მათ ადგილს არ დავთმობთ.

ნომერ პირველი რომ გახდე, ამას დიდი ჯაფა არ უნდა. უფრო ძნელია მეორე ნომრობა. ნუ ჩემთვის ასეა და ...

მე-პერფექციონისტი ვარ, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს სიტყვა.

ჩემი მიზანი ამ წელს? ბარსელონას ქუჩებში სიარული და გამვლელებისთვის ”თეთრი” ნაყინის დარიგება.


ჯოზე მოურინიოს ცხოვრების ანტიკანონი

  • shvela
  • 11 იანვარი 2012
  • 4 524
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)