პარდესა: "ჭკვიანურად ვითამაშეთ"
"შედეგით კმაყოფილები ვართ, რადგან ეს უმნიშვნელოვანესი მატჩი იყო. ჩვენ თამაში მოგვიწია ისეთი მეტოქის წინააღმდეგ, რომელმაც ორი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. შეხვედრა ჭკვიანურად და პროფესიონალურად წავრმართეთ და ჩვენს შანსს ველოდებოდით."
"მეოთხედფინალში ვართ და ჩვენთვის ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. დაველოდებით "ბარსელონა" – "ოსასუნას" მატჩს, მაგრამ იქ ყველაფერი გარკვეულია. ახლა კი მხოლოდ "მალიორკასთან" გასამართ შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებულნი."
"დასანანია ხედირას ტრავმა. მას კოჭი აქვს დაზიანებული. ჯერ–ჯერობით არ არის ცნობილი რა სიმძიმისაა ტრავმა, მაგრამ იმედია ყველაფერი კარგად იქნება."
"კრიშტიანო რონალდო ძიერია როგორც ფიზიკურად, ისევე სულიერად. ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ იგი გუნდის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წევრია და ის ამას ყოველთვის ამტკიცებს. გაიტანო სეზონში 40 გოლი, ეს ყველაფერზე მეტყველებს."
- 11 იანვარი 2012
- 1 722
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.