თეთრი ბიჭები წითელი მსაჯების წინააღმდეგ.
”კასტილია” და არბიტრები. სიყვარული ბარათების მიმართ.
მსაჯების შეცდომები ეხება არამარტო პირველ გუნდს, არამედ მეორესაც. ნაცნობი როგორც ”ვილიარატო” ამჟამად უკვე სეგუნდა ბ-შიც გაჩნდა. ”კასტილია” ძალიან განიცდის და იტანჯება არბიტრების გადაწყვეტილების გამო. ბიჭები იგივე პრობლემას გადააწყდნენ, რასაც მათუ ”უფროსი ძმები”. მიუხედავად ყველაფრისა, ისინი მაინც აგრძელებენ ქულების დაგროვებას, მაგრამ ეს უფრო და უფრო პრობლემატურია.
ძალიან ”შთამბეჭდავია” ბარათების რაოდენობა, რომლებიც გუნდს მსაჯებმა უჩვენეს. 19 შეხვედრაში 65 ყვითელი და 12 (!) წითელი ! აქედან 8 წითელი ბარათი ნაჩვენები იქნა ბოლო 5 შეხვედრაში! ”ალკალი”-ს წინააღმდეგ შეხვედრაში ჩვენები სულაც რვა კაცის შემადგენლობით დატოვეს, გააძევეს მენდეში, ალექსი და მორატა 2-2 ყვითელი ბარათის გამო. გარდა ამისა, ალვარო მორატა როგორც ამბობს, მსაჯმა მას თამაშის მიმდინარეობისას უთხრა: ”მე მინდა, რომ შენ მოედნიდან გაგაგდო.” მსაჯების მხრიდან ასეთი საქციელი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშკარა სიძულვილის კასტილიელების მიმართ. ბოლო შეხვედრაშიც ორი ფეხბურთელი გააძევეს, პაბლო გილი და კვლავ მენდეში. მიუხედავად ამისა, 9 კაციანმა კასტილიამ მაინც შეძლო მოგება და ჯგუფის ლიდერობა შეინარჩუნა.

- 11 იანვარი 2012
- 2 010
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.