რა იქნება დღეს?
პირველად, 1 კვირის წინ გამართული "რეალი"–"მალაგას" შორის ანგარიში 1947 წელს დაფიქსირდა. მაშინ "რეალის" ნახევარფინალური მეტოქე იგივე ანდალუსიული კლუბი გახლდათ. 3–2 გამარჯვების შემდეგ სამეფო კლუბმა, მალაგაში მელოუნის ერთადერთი გოლის წყალობით გამარჯვება მოიპოვა და ფინალშიც გავიდა, სადაც "ესპანიოლს" სძლია 2–0.
იგივე შედეგი 1951 წელსაც დაფიქსირდა, ამჯერად მეოთხედფინალში "ვალენსიასთან". მადრიდისტები ამ მატჩში ორჯერ აგებდნენ, თუმცა სკარონეს შესანიშნავი ასპარეზობის წყალობით "რეალმა" 3–2 იმარჯვა. განმეორებით შეხვედრაში ვალენსიაში "ბლანკოსმა" ქვა ქვაზე აღარ დატოვა და მეტოქე 5–1 დაამრცხა. დუბლი ოლსენმა და კაბრერამ შეასრულეს, ხოლო ერთიც ნარომ შეაგდო.
მესამედ ეს შედეგი 1987 წელს დაფიქსირდა. მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრაში "რეალმა" "ატლეტიკოს" სძლია 3–2, თუმცა მეორე მატჩში 0–2 დამარცხდა და ნაადრევად გამოეთიშა საჩემპიონო რბოლას. ვნახოთ, რა იქნება დღეს....
- 10 იანვარი 2012
- 2 143
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.