"მალაგა" – "რეალი" [პრევიუ]
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები ტიტულის დაცვას "ლა როსალედაზე" შეეცდებიან. როგორც იცით, "ბლანკოსმა" მერვედფინალის პირველი შეხვედრა უკვე ჩაატარა "ბერნაბეუზე". ალბათ ისიც კარგად მოგეხსენებათ, თუ რაოდენ რთული მატჩი გამოდგა "მერენგებისთვის". პირველი ტაიმის 0–2 წაგების შემდეგ, მადრიდისტებმა სამი უპასუხო გოლის გატანა შეძლეს. ამის შემდგომ, "რეალმა" ერთი შეხვედრა გამართა. "ლა ლიგის" მეთვრამეტე ტურში ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა 5–1 გაანადგურეს "გრანადა".
17 ჩატარებული შეხვედრის შემდგომ მადრიდის "რეალმა" 43 ქულას მოუყარა თავი და ერთპიროვნულად ლიდერობს "პრიმერას". "მერენგებმა" 61 გოლის გატანა შეძლეს და მხოლოდ 16 მიიღეს საკუთარ კარში. აქვე გეტყვით იმასაც, რომ "რეალსა" და "ბარსელონას" შორის ქულათა სხვაობა ხუთამდე გაიზარდა, რამეთუ გვარდიოლას შეგირდებმა კატალონიურ დერბიში ფრე ითამაშეს. რაც შეეხება "მალაგას", ანდალუსიური კლუბი 25 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს.
მადრიდის "რეალს" იანვარში ძალზედ გადატვირთული გრაფიკი ექნება. თუ მოურინიოს შეგირდებმა "მალაგას" ბარიერი დაძიეს, მათ მოკლე მონაკვეთში 7 შეხვედრის ჩატარება მოუწევს. გარდა ამისა, "ბლანკოსებს" "ლა ლიგაში" ორი საკმაოდ რთული მატჩ ელის, "მალიორკასთან" გასვლა და შინ ბილბაოს "ატლეტიკთან".
ამ მატჩისთვის ჟოზე მოურინიომ 20 ფეხბურთელს უხმო. შემადგენლობას დაუბრუნდა პეპე, რომელმაც ერთი შეხვედრა გამოტოვა "პრიმერაში" დისკვალიპიკაციის გამო. მალაგაშ გაემგზავრა ქარიმ ბენზემაც, რომელმაც "ბერნაბეუზე" მცირე ტრავმა მიიღო. განაცხადს მიღმა დარჩნენ: დი მარია, შაჰინი, გრანერო, კარვალიო და არბელოა.
რაც შეეხება "მალაგას", გუნდი "ლა ლიგაში" ევროსაგზურებისთვის იბრძვის. ცხადია, ანდალუსიელები უარს არც "კოპა დელ რეიზე" წარმატებაში იტყვიან. მანუელ პელეგრინის აქვს რამდენიმე პრობლემა. ტრავმის გამო გუნდს კვლავ ხუაკინი და ბაფტიშტა დააკლდებიან.
მადრიდის "რეალი" და "მალაგა" "ლა როსალედაზე" 11–ჯერ დაუპირისპირდნენ და "ბლანკოსი" არასდროს არ დამარცხებულა – 7 მოგება და 4 ფრე. ბურთების შეფარდება კი 25–10–ზე გახლავთ, რაღა თქმა უნდა სამეფო კლუბის სასარგებლოდ.
- 10 იანვარი 2012
- 1 690
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.